დონალდ ტრამპი გერმანულ ავტომწარმოებლებს, მათ შორის BMW-ს, იმპორტის მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა
17-01-2017, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანულ ავტომწარმოებლებს იმპორტის მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

 


კომპანიები, მათ შორის BMW, Volkswagen-ი და Daimler -ი ქარხნებს მექსიკაში ამუშავებენ, სადაც ნაკლები ხარჯები აქვთ და იქედან შეერთებული შტატების ბაზარზე ახდენენ ექსპორტირებას.

 


მაგრამ ტრამპმა თქვა: „მე ვეტყოდი მათ, არ დაკარგონ თავიანთი დრო და ფული თუ მათ არ უნდათ სხვა ქვეყნებში გაყიდვა - ეს იქნებოდა ნორმალური მაშინ, თუ კი მექსიკაში გინდა აშენება ქარხნის.

 


„მე ვეტყოდი BMW-ს, თუ შენ გინდა ქარხნის აშენება მექსიკაში და ავტომანქანების გაყიდვა შეერთებულ შტატებში, 35% გადასახადის გადახდის გარეშე, დაივიწყე ის“.

 


ნიუ იორკში გერმანულ და ბრიტანულ გაზეთებთან, The Times-თან და Bild-თან ინტერვიუში ტრამპმა ასევე თქვა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა ქვეყანაში მილიონზე მეტი მიგრანტის შეშვებით.

 


შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO დრომოჭმულია, რადგან მან ტერორისტული თავდასხმებისაგან თავდაცვა ვერ შეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

 


„იმგვარი კრიტიკა მივიღე, როცა მე ვთქვი, რომ NATO დრომოჭმული იყო“, - უთხრა ტრამპმა ბრიტანულ გაზეთს. „ის დრომოჭმულია, რადგან ის ვერ ართმევდა თავს ტერორს. მე მივიღე ბევრი კრიტიკა ორი დღის განმავლობაში და შემდეგ მათ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ტრამპი მართალია“.

 


ტრამპმა დაამატა, რომ NATO -ს ბევრი წევრი ქვეყანა არ იხდის თავიანთ სამართლიან წილს იმის სანაცვლოდ, რომ მათ შეერთებული შტატები იცავს.

 


„ბევრი ეს ქვეყნები არ იხდიან, რასაც უნდა იხდიდნენ, რაც მე ვფიქრობ რომ ძალიან უსამართლობაა შეერთებული შატების მიმართ“, - განცხადა ტრამპმა The Times-თან ინტერვიუში. „ამის თქმის მიუხედავად, NATO ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რასაც უნდა იხდიდეს. ხუთი. ეს არაა ბევრი“.

 


ტრამპის განცხადებები უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ გერმანიაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ NATO „დრომოჭმულია“, ალიანსში „წუხილის“ მიზეზი გახდა.

 


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვები ეწინააღმდეგება არჩეული პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ კომენტარს.

 


NATO-ს მიმართ ტრამპის მიერ მისი პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ კი ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი