ევროკავშირის დატოვების შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ - რომელიც 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, რომლის დროსაც მოსახლეობის უმრავლესობამ, 52%-ზე მეტმა ისტორიულ რეფერენდუმში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა - განაცხადა, რომ „ევროკავშირის დატოვება ნიშნავს, რომ ჩვენი კანონები შეიქმნება ვესტმინისტერში, ედინბურგში, კარდიფში და ბელფასტში“.
მან თავის სიტყვაში ის მთავარი გზავნილები გააჟღერა, თუ როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მომავალი „ბრექსიტის“ შემდეგ.
„უფრო ძლიერი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ძვირფასი კავშირი დიდი ბრიტანეთის ოთხ ერს შორის.
„ბრექსიტი“ უნდა ნიშნავდეს იმ ადამიანების რაოდენობის კონტროლს, ვინც ბრიტანეთში ევროპიდან შემოდის.
ჩვენ, რაც შეიძლება მალე გვინდა უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოქალაქეების ბრიტანეთში ცხოვრების გარანტია და ასევე ბრიტანეთის მოქალაქეების სხვა წევრ ქვეყნებში ცხოვრების გარანტია.
დიდმა ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ევროკავშირის ერთიანი ბაზარი.
დროა ბრიტანეთისთვის, მსოფლიოში ხელმეორედ აღმოაჩინოს საკუთარი როლი, როგორც დიდმა, გლობალურმა, სავაჭრო სახელმწიფომ.
ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან სამეცნიერო, კვლევით და ტექნოლოგიურ ინიციატივებთან დაკავშირებით.
ჩვენ მივესალმებით მჭიდრო მუშაობას ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაზე იმის მიუხედავად, რომ ჩვენ თავად ვტოვებთ ევროკავშირს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.