აკაკი მინაშვილი: დღეს ჩვენი წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილს შეხვდება
23-01-2017, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტიის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს დღეს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი შეხვდება.

 


”დღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი წარმომადგენელი შევა მასთან და ყველაფერს გაიგებთ, როდესაც საპყრობილიდან გამოვა. ვანო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. მას არ გამოუთქვამს მკაფიო პოზიცია, რომ არ სურს გენერალური მდივნობა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას არ ვაპირებთ. მან უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ვნახოთ რა შედეგები იქნება”, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გამართავს ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას.

 

 

რამდენიმე დღის წინათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილს შეხვდებოდა.

 

 

„მომდევნო კვირას მე ვაპირებ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართალია არ იქნება ეს კომფორტული საშუალება არც ჩემთვის და არც ვანოსთვის, ვინაიდან იქ აუდიო-ვიდეო კამერის თანხლებით უწევს საუბარი ადამიანს პოლიტპატიმართან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი შემდგომ ძალიან ყურადღებით უსმენს და უყურებს", - აღნიშნა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" სპორტის სასახლეში პარტიული ყრილობა გამართა და გენერალური მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მერაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულ პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით, თანხმობა არ განუცხადებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი