„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვების საკითხი პარტიის ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა.
როგორც მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, თავად მერაბიშვილზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა იგი აღნიშნულ პოსტზე.
მელია იმედოვნებს, რომ მერაბიშვილი საპატიმროდან ახალხანს გამოსული გიგი უგულავასგან „აბსოლუტურად განსხვავებულად მოიქცევა".
„ჩვენ გუშინ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მეტიც, ყრილობის დღის წესრიგში არც კი იყო შეტანილი საკითხად, ეს საკითხი არ იყო დარეგისტრირებული როგორც საკითხი დღის წესრიგში და ბუნებრივია, ეს არც არავის არ უნდა გაკვირვებოდა. ვანო მერაბიშვილი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის პატიმარი, პირადი პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი და და პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" წლების წინ, თუ არ ვცდები სამი წლის წინ, თავისი პოლიტიკური ნება საჯარო გახადა და საზოგადოებამ იცოდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პარტიას პოლიტიკურ დევნილებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. ამიტომ ვანო მერაბიშვილი ვერავითარ შემთხვევაში, განსაკუთრებით როგორც გენერალური მდივანი ვერ იქნებოდა როგორც გამონაკლისი და ჩვენ ამ საკითხს არც შევეხეთ. ამიტომ, საუბარი იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო გუშინ გამართულ ყრილობაზე პარტიამ, არის უადგილო. ჩვენ არც კი შევხებივართ ამ საკითხს და არც ვაპირებთ შევეხოთ ვანო მერაბიშვილის ნების საწინააღმდეგოდ. ვანო მერაბიშვილზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა"....
მომდევნო კვირას მე ვაპირებ მასთან შეხვედრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართალია არ იქნება ეს კომფორტული საშუალება არც ჩემთვის და არც ვანოსთვის, ვინაიდან იქ აუდიო-ვიდეო კამერის თანხლებით უწევს საუბარი ადამიანს პოლიტპატიმართან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი შემდგომ ძალიან ყურადღებით უსმენს და უყურებს....
ბუნებრივია, მე მაინტერესებს და პარტიას აინტერესებს მისი ხედვა და მისი პოზიცია და რასაც თავად ივანე მერაბიშვილი დააფიქსირებს, ბუნებრივია, ამის შემდეგ პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში" გვექნება კონსულტაციები, ვანო მერაბიშვილზე არის ყველაფერი დამოკიდებული. მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ მოხარული, თუ ვანო მერაბიშვილი დარჩება გენერალური მდივნის თანამდებობაზე....
მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად, ვიდრე გიგი უგულავა. გიგი უგულავა არ გამოსულა ციხიდან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი უგულავა გამოვიდა საპატიმროდან, როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი,“ - აცხადებს ნიკა მელია.
მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია, - აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ გამართულ ყრილობაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილი დარჩება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა, ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტიკური საბჭოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.