აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო როიტერსი ავრცელებს.
განკარგულებაზე ხელმოწერის ცერემონია ჟურნალისტების თანდასწრებით ოვალურ კაბინეტში გაიმართა.
სავაჭრო შეთანხმება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში საქონელზე და მომსახურებებზე საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას ითვალისწინებს.
იგი აღნიშნულ შეთანხმებას ამერიკისთვის "პოტენციურ უბედურებას" უწოდებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.