დონალდ ტრამპი ვიდეოგზავნილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებას გააუქმებს
21-11-2016, 23:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებიდან მისი თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს. მან აღნიშნულ შეთანხმებას ამერიკისთვის "პოტენციური უბედურება" უწოდა და თქვა, რომ "ამის ნაცვლად ორმხრივი, სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც სამუშაო ადგილებს და ინდუსტრიას დააბრუნებს ამერიკის სანაპიროებზე". 

 

 

ტრამპმა ამის შესახებ ვიდეოგზავნილში განაცხადა, სადაც ხაზგასმები გააკეთა იმ საკითხებზე, თუ რისი გაკეთება აქვს განსაზღვრული იანვარში პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომისთანავე.

 

 

ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებაზე ხელი 12 ქვეყანას აქვს მოწერილი და ის მსოფლიოს ეკონომიკის 40%-ს ფარავს.

 


ტრამპმა ასევე აღთქმა დადო, რომ შეამცირებს „სამუშაო ადგილების მკვლელ შეზღუდვებს“ ქვანახშირის წარმოებაზე და შეაჩერებს ვიზის ბოროტად გამოყენებას. მან თქვა, რომ მიმართავს შესაბამის დეპარტამენტს გამოიძიოს ვიზის ბოროტად გამოყენების ყველა საკითხი, "რომელიც ამერიკელთა სამუშაო ადგილებს დარტყმას აყენებს". 

 

 

მაგრამ ვიდეოგზავნილში არ ყოფილა ნახსენები ობამას მიერ შემუშავებული ჯანდაცვის პროგრამის გაუქმება (ე.წ. ობამადაცვა Obamacare) და არც სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან, კედლის აშენება - საკითხები, რომლებზეც, როგორც ამას იგი წინასაარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტად არჩევისთანავე, პირველივე დღეებში იქნებოდა მიღებული.

 

 

ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა, მაგრამ ჯერ რატიფიცირებული არ არის. მასში მონაწილე ქვეყნებს შორის არიან იაპონია, მალაიზია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და მექსიკა.

 

 

აღნიშნული შეთანხმების მიზანი იყო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ზრდის გაძლიერება, მაგრამ მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები საიდუმლოდ წარიმართა და ეს ხელშეკრულება დიდ კორპორაციებს სწყალობს.

 

 

ტრამპის მომავალი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაბამისი რეაქციები გამოიწვია აზიაში. იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმება „შეერთებული შტატების გარეშე აზრს მოკლებული იქნება“.

 

 

„არ არის გასაკვირი, მაგრამ მისი სავაჭრო პოლიტიკა შეასუსტებს იმ მიღწევებს, რაც ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებას უნდა მოეტანა შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა აზიისა და გლობალიზაციის ცენტრის წარმომადგენელმა პარაგ ხანამ.

 


„ძალიან დეპრესიული ახალი ამბავია. ეს ნიშნავს ვაჭრობაზე შეერთებული შტატების ლიდერობის დასასრულს და კვერთხის აზიისთვის გადაწოდებას“, - თქვა აზიის სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა დებორა ელმსმა.

 


„ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმების ჩაშლა ახლა სიცარიელეს შექმნის. ამჟამად ბევრი საუბარი მიდის ჩინეთის მიერთებაზე მასში, რომ შეავსოს ის“, -განაცხადა ეკონომისტმა ჰარუმი ტაგუჩიმ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი