მექსიკის პრეზიდენტი: ჩვენ არ გადავიხდით მექსიკა-ამერიკის საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებლად საჭირო თანხას
26-01-2017, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მექსიკა არ გადაიხდის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული კედლის აშენების საფასურს, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნიეტომ და დაამატა, რომ „მექსიკას არ სჯერა კედლების".

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ნიეტოს არ განუცხადებია 31 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის არც გაუქმების და არც გადადების შესახებ.

 

 

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო ბრძანებას, რომელიც დაჟინებით ირწმუნება, რომ მექსიკა აუნაზღაურებს აშშ-ს კედლის ასაშენებელ თანხას.

 

 

 

 

 

პენა ნიეტომ განაცხადა: მე ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, მექსიკა არ გადაიხდის არაფერს რაიმე კედლის ასაშენებლად.... როგორც პრეზიდენტი ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას დავიცვა მექსიკელების და მექსიკის ინტერესები... მექსიკა სთავაზობს მეგობრობას ამერკელ ხალხს და გამოხატავს თავის სურვილს, მიაღწიოს შეთანხმებებს მათ მთავრობასთან, შეთანხმებებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება როგორც მექსიკისთვის, ისე შეერთბული შტატებისთვის.

 

 

ABC-ის ახალი ამბებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკა "აბსოლუტურად 100%-ით" აუნაზღაურებს შეერთებულ შტატებს კედლის საფასურს.

 

 

იმისთვის, რომ შესრულდეს ბრძანება, რომელიც მექსიკა-ამერიკის საზღვრის გასწვრივ, 2000 მილის მანძილზე კედლის აშენებას გულისხმობს, საჭიროა კონგრესის თანხმობა.

 


კედლის აშენება, წინასწარი გათვლებით, მილიარდობით დოლარი დაჯდება.

 

 

 

 

ტრამპის გუშინდელი ბრძანებები ასევე ითვალისწინებს 10 000 ახალი თანამშრომლის აყვანას საემიგრაციო სამსახურებში, რათა საზღვრების პატრულირება უფრო ეფექტურად განხორციელდეს.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები შეზღუდავს ემიგრანტების აშშ-ში შესვლასაც, უმეტესწილად, მუსულმანური, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყენებიდან, მათ შორის, სირიიდან, იემენიდან და ერაყიდან. ბრძანება ამერიკის მიწაზე ლტოლვილების შესვლის შეზღუდვასაც გულისხმობს.

 

 

აშშ-მექსიკის საზღვარზე 2000 მილზე (3240 კმ) კედლის აშენება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წინადადება იყო.  

 

 

ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხევვაში მექსიკის საზღვარზე ააშენებდა კედელს, უფრო სწორად თავად მექსიკას აიძულებდა მის აშენებას, რომ ქვეყანა არალეგალური ემიგრანტებისაგან, „გამპატიურებელი, მოძალადე“ მექსიკელებისაგან დაეცვა, რაც ტრამპის მხარდამჭერებში დიდ მოწონებას იმსახურებდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი