დონალდ ტრამპი დღეს მექსიკა-ამერიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების შესახებ გამოაცხადებს - მიმდინარე კვირაში კი ემიგრანტების აშშ-ში შესვლის შეზღუდვის ბრძანებას მოაწერს ხელს
25-01-2017, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მხრივ „დიდი დღეა", რაც აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით მის დაგეგმილ განცხადებას გულისხმობს.

 


აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

მოელიან, რომ დღეს ტრამპი ხელს მოაწერს რამდენიმე საპრეზიდენტო ბრძანებას, რომლებიც ემიგრაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

 

 

ტრამპმა „თვითერზე" დაწერა: "დიდი დღე არის დაგეგმილი ხვალ ეროვნული უსაფრთხოების მხრივ - ბევრ სხვა საკითხს შორის ჩვენ ავაშენებთ კედელს".

 

 

ბრძანებები, რომლებსაც ტრამპი მოაწერს ხელს, სავარაუდოდ, შეზღუდავს ემიგრანტების აშშ-ში შესვლას, უმეტესწილად, მუსულმანური, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყენებიდან, მათ შორის, სირიიდან, იემენიდან და ერაყიდან. ბრძანება ამერიკის მიწაზე ლტოლვილების შესვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

 

 

აშშ-მექსიკის საზღვარზე 2000 მილზე (3240 კმ) კედლის აშენება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წინადადება იყო.

 

 

ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხევვაში მექსიკის საზღვარზე ააშენებდა კედელს, უფრო სწორად თავად მექსიკას აიძულებდა მის აშენებას, რომ ქვეყანა არალეგალური ემიგრანტებისაგან, „გამპატიურებელი, მოძალადე“ მექსიკელებისაგან დაეცვა, რაც ტრამპის მხარდამჭერებში დიდ მოწონებას იმსახურებდა. 

 

 

მისი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნიუ იორკის მერმა განაცხადა, რომ მან შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს უთხრა, რომ ადამიანები ქალაქში „შეძრწუნებული“ არიან იმით, თუ რა შეიძლება მოუტანოს მათ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ. 

 

 

„ტრამპ თაუერში“ შეხვედრისას ბილ დე ბლასიომ გააფრთხილა „რესპუბლიკელი“, რომ მას განზრახული აქვს დეპორტაციისაგან დაიცვას ქალაქში დოკუმენტების გარეშე მცხოვრები ემიგრანტები.

 

მან თქვა, რომ ტრამპის გეგემები არ იმუშავებს „ემიგრანტებით უკიდურესად სავსე ქალაქში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი