მექსიკა აშშ-ის მიერ მექსიკურ იმპორტზე 20%-იანი გადასახადის შესაძლო დაწესებას გმობს
27-01-2017, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მექსიკამ დაგმო შეერთებული შტატების შეთავაზება, რომ მან შეიძლება დააწესოს 20%-იანი გადასახადი მექსიკურ იმპორტზე, რითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებელ თანხას გადაიხდიან.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუის ვიდეგრეიმ განაცხადა, რომ ამგვარი გადასახადი მექსიკურ იმპორტს შეერთებული შტატების მომხმარებლებისთვის უფრო ძვირადღირებულს გახდის და ისინი კედლის ასაშენებელი თანხის გაღებაზე უარს იტყვიან.

 

 

„აშშ-ში მექსიკიდან შეტანილ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდა - ეს არ არის გზა მექსიკას გადაახდევინო კედლის ასაშენებლად თანხა, ეს არის გზა, რომელიც ჩრდილოამერიკელ მომხმარებელს გაუზრდის საფასურს ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ავოკადო, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები".

 

 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მიერ შეთავაზებული კედლის თანხის გადახდა "მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს".

 


უფრო ადრე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა განაცხადა, რომ 20%-იანი გადასახადი წელიწადში, აშშ-სთვის დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალს მოიტანს.

 

 

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წინადადება იყო. ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხევვაში მექსიკის საზღვარზე ააშენებდა კედელს, უფრო სწორად თავად მექსიკას აიძულებდა მის აშენებას, რომ ქვეყანა არალეგალური ემიგრანტებისაგან, „გამპატიურებელი, მოძალადე“ მექსიკელებისაგან დაეცვა, რაც ტრამპის მხარდამჭერებში დიდ მოწონებას იმსახურებდა. 

 

 

დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ 2000 მილზე კედლის აშენების შესახებ ბრძანებას ხელი ორი დღის წინათ მოაწერა. 

 

 

მექსიკა არ გადაიხდის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული კედლის აშენების საფასურს, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნიეტომ და დაამატა, რომ „მექსიკას არ სჯერა კედლების"

 

 

ნიეტომ ასევე გააუქმა ვაშინგტონში მომავალ კვირას დადგემილი ვიზიტი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კედლის ასაშენებელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამის გაკეთება ურჩია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი