მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნიეტომ მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც ის დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა, გააუქმა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა ურჩია, რომ ეს გაეკეთებინა.
„შეერთებულ შტატებს 60 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი აქვს მექსიკასთან", - დაწერა ტრამპმა ხუთშაბათ დილით "თვითერზე".
„თუ მექსიკას არ სურს გადაიხადოს კედლის ასაშენებელი თანხა, მაშინ უმჯობესი იქნება გააუქმოს დაგეგმილი შეხვედრა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სენატის „რესპუბლიკელებმა" განაცხადეს, რომ აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების გეგმას განიხილავენ.
კედლის აშენება კი დაახლოებით, 12-15 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.
ვიზიტის გაუქმებამდე ნიეტომ განაცხადა, რომ „მექსიკა არ გადაიხდის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული კედლის აშენების საფასურს.... მექსიკას არ სჯერა კედლების".
დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ 2000 მილზე კედლის აშენების შესახებ ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა.
ტრამპის გუშინდელი ბრძანებები ასევე ითვალისწინებს 10 000 ახალი თანამშრომლის აყვანას საემიგრაციო სამსახურებში, რათა საზღვრების პატრულირება უფრო ეფექტურად განხორციელდეს.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები შეზღუდავს ემიგრანტების აშშ-ში შესვლასაც, უმეტესწილად, მუსულმანური, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყენებიდან, მათ შორის, სირიიდან, იემენიდან და ერაყიდან. ბრძანება ამერიკის მიწაზე ლტოლვილების შესვლის შეზღუდვასაც გულისხმობს.
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წინადადება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.