დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონშია და ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს მართავს.
"დაუნინგ სთრითის" თანახმად, ტერეზა მეის თავის ამერიკულ სიტყვაში არ გამოუცალკევებია რომელიმე სპეციფიური კონფლიქტი, როდესაც ის სამხედრო ინტერვენციების წარუმატებელ პოლიტიკაზე საუბრობდა.
თავის ფილადელფიის სიტყვაში ტერეზა მეიმ წარსულის წარუმატებელი პოლიტიკისკენ არდაბრუნების პირობა დადო, განაცხადა რა, რომ დღეები როდესაც ბრიტანეთი და აშშ სუვერენულ ქვეყნებში ინტერვენციას ახდენდნენ "რათა ჩვენი საკუთარი ხატის მსგავსად შეგვექმნა მსოფლიო", დასრულებულია.
მეიმ „რესპუბლიკელი" პოლიტიკოსების შეკრებაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთმა და ამერიკამ უნდა "განაახლოს სპეციალური ურთიერთობები ამ ახალ ეპოქაში" და კვლავ ერთად უნდა იყვნენ ლიდერები.

ტერეზა მეიმ ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დონალდ ტრამპის გვერდიგვერდ მუშაობა, მაგრამ მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ამერიკული პოლიტიკის სფეროებს, რაც მისი წუხილის საგანს წარმოადგენს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩა შეერთებილ შტატებში სერ დევიდ მანინგმა.
მანინგი, რომელიც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო 2003-2007 წლებში, ფიქრობს, რომ ორივე მხარე კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავიანთ მტკიცე გადაწყვეტილებას დაასრულონ სწრაფი სავაჭრო ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.
ტერეზა მეის მიერ "რესპუბლიკელებისადმი" წარმოთქმული სიტყვა იმის მცდელობა იყო, რომ განერიდებინა დონალდ ტრამპი მის მიერ მიღებული რადიკალური დღის წესრიგიდან, - განაცხადა ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორმა, სერ ლოურენს ფრიდმანმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ტონი ბლეერს 1999 წელს - მაშინ, როდესაც კოსოვოს კრიზისი უმაღლეს წერტილში იმყოფებოდა, სიტყვის დაწერაში ეხმარებოდა.
„მე ვფიქრობ, რომ მისი [ტერეზა მეის] ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არ შეეხებოდა ინტერვენციას, ეს იყო მცდელობა მოეძებნა რაღაც გზები „რესპუბლიკური პარტიის" მეშვეობით და ეცადა პრეზიდენტი რადიკალური დღის წესრიგიდან განერიდებინა", - განუცხადა სერ ლოურენსმა BBC Radio-4-ს.
„ეს არ არის აქტიური ინტერვენცია იმ სახის, როგორც ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის დროს იყო, მაგრამ მას ექნება საკმაოდ დიდი ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს თავისუფალ ვაჭრობას, გამოწვევის წინაშე აყენებს ნატო-ს და სიმყუდროვეს უქმნის ვლადიმერ პუტინს. ტერეზა მეის მიერ წამოყენებული ისეთი საკითხები, როგორიცა რუსეთი, ირანი და ნატო, რომ პრეზიდენტი მათ იგნორირებას გააკეთებს", - განაცხადა სერ ლოურენს ფრიდმანმა.
დევიდ ქამერონის კომუნიკაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდგომ, ჟურნალისტების მხრიდან რთულ შეკიხვებზე პასუხისგაცემა მოუწევს.
როგორც სერ კრეგ ოლივერმა BBC Radio-4-ს განუცხადა, ჟურნალისტებმა იციან, რომ შეხვედრის ოთახში "დაძაბულობაა, ამგვარად, ისინი დასვამენ უხერხულ შეკითხვებს, რთულ შეკითხვებს".
შეერთებულ შტატებში მყოფმა მეიმ სამხედრო სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.