დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონშია და ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს მართავს.
BBC-ის ცნობით, ტრამპთან შეხვედრამდე მეიმ აშშ-ის დაღუპულ სამხედროებს მიაგო პატივი ვაშინგტონ დი-სის გარეთ მდებარე არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ვირჯინიის სამხედრო სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო. აღნიშნულ სასაფლაოზე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე კორეის ომში დაღუპულ სამხედროთა არაიდენტიფიცირებული ცხედრებია დამარხული.
შავ ტანისამოსში ჩაცმულ ტერეზა მეის ჯარსკაცები სამხედრო პატივით მიესალმნენ. აქ ვაშინგტონში ბაზირებული ყველა სამხედრო შენაერთი იყო წარმოდგენილი, რომლებსაც გენერალ მაიორი ბრედლი ბეკერი მეთაურობდა.
ზარბაზნის ზალპი 19-ჯერ გაისროლეს, როდესაც პრემიერ მინისტრის კორტეჟი სასაფლაოსთან მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.