დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მინსკის შეთანხმება არ იქნება შესრულებული.
მეიმ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ევროკავშირის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატა.
"ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიონი იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს ვიხილოთ მინსკის შეთანხმება სრულად განხორციელებული", - თქვა მეიმ და დაამატა, რომ "სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ეს არ იქნება მიღწეული".

როდესაც ტრამპს შეკითხვა დაუსვეს შაბათს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა: "ძალიან ადრე არის ვისაუბროთ ამის შესახებ". მან ასევე თქვა, რომ "ჩინებული ურთიერთობები" ქვეყნებთან, ისეთ ქვეყენებთან როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი "იქნებოდა პოზიტიური და არა ნეგატიური".
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ნატო-ს მიმართ. უფრო ადრე კი შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO დრომოჭმულია, რადგან მან ტერორისტული თავდასხმებისაგან თავდაცვა ვერ შეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
NATO-ს მიმართ ტრამპის მიერ მისი პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის გამონათქვამებს გერმანელი პოლიტიკოსი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სიტყვები, რომ NATO „დრომოჭმულია“, ალიანსში „წუხილის“ მიზეზი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.