შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საემიგრაციო ზომებთან დაკავშირებით ხელმოწერილი ბრძანების გამოცემას ცნობილი პიროვნებები კრიტიკულად შეხვდნენ.
ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ასევე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა თავის გვერდზე, სადაც მან განაცხადა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებები მისი „წუხილის" საგანს წარმოადგენს და აღნიშნა, რომ როგორც ბევრი ამერიკელი, ისიც ემიგრანტების შთამომავალია. „ეს საკითხები ჩემთვის თვით ოჯახის მიღმაც კი პერსონალურია", - დაწერა მან და განაგრძო: „რამდენიმე წლის წინათ, მე ვასწავლიდი ადგილობრივ საშუალო სკოლაში, სადაც ჩემი ზოგიერთი საუკეთესო სტუდენტი დოკუმენტების გარეშე იყო - ისინიც მომავლის გარეშეც არიან დარჩენილნი".
დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა დაწერა, რომ ბრძანებას ხელი ჰოლოკოსტის აღნიშვნის დღეს მოეწერა.

„ჰოლოკოსტის დროს, ჩვენ წარუმატებელნი აღმოვჩნდით მიგვეღო ისეთი ლტოლვილები ჩვენს ქვეყანაში მაგალითად როგორიც იყო ანა ფრანკი. ჩვენ ვერ დავუშვებთ ისტორიის განმეორებას", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.
მალალა იუსაფზაიმ, რომელიც „თალიბებმა" ქალების განათლების ადვოკატირებისთვის პაკისტანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და რომელსაც არასრულწლოვნების ასაკში ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში, დაწერა, რომ ის „გულმოკლულია".

„დღეს, პრეზიდენტი ტრამპი კარს უკეტავს ბავშვებს, დედებს და მამებს, რომლებიც ძალადობასა და ომს გამოექცნენ", - განაცხადა მალილამ და დაამატა: „ამერიკა ლტოლვლებისა და ემიგრანტებისთვის კარის გახსნის თავისი ამაყი ისტორიიდან უხვევს. კარს უკეტავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ თქვენს ქვეყანას აშენებაში, რომლებიც მზად არიან იმუშაონ მძიმედ და მოიპოვონ სამართლიანი შესაძლებლობა ახალი ცხოვრების".
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ის ვიზების გაცემაზე კონტროლი უკიდურესად მკაცრდება. ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საემიგრაციო ზომები მოიცავს იმ ინფორმაციის ფართო განხილვას, რაც ყველა ქვეყნის მოქალაქემ ვიზის მისაღებად უნდა წარადგინოს.

პრეზიდენტმა ასევე ახალი კონტროლის მექანიზმების შემოღების გდაწყვეტილება მიიღო, რაც „ისლამისტ ტერორისტებს" ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ მისცემს." ფართო მიმართულების საპრეზიდენტო ბრძანება სხვა ზომებთან ერთად კრძალავს სირიელი ლტოლვილების ქვეყანაში შეშვებას მანამ, სანამ დამატებითი განცხადება არ იქნება გაკეთებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.