დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ის ვიზების გაცემაზე კონტროლი უკიდურესად მკაცრდება
28-01-2017, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ის ვიზების გაცემაზე კონტროლი უკიდურესად მკაცრდება. ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საემიგრაციო ზომები მოიცავს იმ ინფორმაციის ფართო განხილვას, რაც ყველა ქვეყნის მოქალაქემ ვიზის მისაღებად უნდა წარადგინოს.

 

 

აღნიშნული სქემის მიხედვით, უკიდურესად მკაცრდება ამერიკის ვიზების გაცემის მექანიზმი და ახალი კანონით ვიზის მისაღებად გასულ მოქალაქეს გაცილებით მეტი ინფორმაციის წარდგენა მოუწევს საკონსულო უწყებებში.

 

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უმეტესი შეზღუდვების პირობებში გამონაკლისები დაშვებული იქნება ინდივიდუალურ საფუძვლებზე.

 

 

პრეზიდენტმა ასევე ახალი კონტროლის მექანიზმების შემოღების გდაწყვეტილება მიიღო, რაც „ისლამისტ ტერორისტებს" ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ მისცემს."

 

 

 

 

 

ფართო მიმართულების საპრეზიდენტო ბრძანება სხვა ზომებთან ერთად კრძალავს სირიელი ლტოლვილების ქვეყანაში შეშვებას მანამ, სანამ დამატებითი განცხადება არ იქნება გაკეთებული.

 

 

ბრძანება ასევე აწესებს გარკვეულ შეზღუდვას, კონკრეტულად კი 2017 წელს მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც აშშ მიიღებს, 50 000 იქნება - ნახევარზე ნაკლები, ვიდრე წინათ განსაზღვრული შეზღუდვა ითვალისწინებდა.

 

 

სატელევიზიო ეთერში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ სირიელებს შორის, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართვას გააკეთებენ, ქრისტიანებს მიენიჭებათ პრიორიტეტი. ტრამპმა საპრეზიდნტო ბრძანებას პენტაგონში მოაწერ ხელი, რაც გენერალმა ჯეიმს მათისმა როგორც თავდაცვის მდივანმა, ცერემონიაზე ფიცი დადო. ცერემონიის დროს ტრამპმა განაცხადა:

 

 

მე ვაფუძნებ ახალ კონტროლის მექანიზმებს, რათა დავტოვო რადიკალი ისლამისტი ტერორისტები აშშ-ის მიღმა. ჩვენ გვსურს შემოვუშვათ ქვეყანაში მხოლოდ ისინი, ვისაც სურვილი ექნება მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას და ვისაც ღრმად ეყვარება ჩვენი ხალხი".

 

 

საპრეზიდენტო ბრძანების ტექსტი მისი ხელმოწერიდან რამდენიმე საათის შემდგომ გამოქვეყნდა. ზომებს შორის არის:

 

 

შეერთებული შტატების ლტოლვილთა მიღების პროგრამაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება 120 დღის განმავლობაში.

 

 

ლტოლვილთა შეშვების აკრძალვა სანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები" არ იქნება მიღებული.

 


90 დღით ერაყიდან, სირიიდან და წუხილის საგანის შემადგენელი ადგილებიდან" ჩამომსვლელთა შეჩერება - ასეთ ქვეყნებად არის მიჩნეული ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.

 

 

ლტოლვილთა აპლიკაციების პრიორიტეტებში მოაზრებული უპირატესობა მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ.

 

 

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა საემიგრაციო პროგრამა უნდა მოიცავდეს შეკითხვებს აპლიკანტის "შეფასების თაობაზე, თუ რამდენად იქნება მოსალოდნელი, რომ მან საზოგადოებაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს".

 

 

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი ბრძანებას, რაც სამხედრო შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანების თანახმად, უნდა მოხდეს ახალი თვითმფრინავების, ახალი გემების, ახალი რესურსებისა და ახალი იარაღის შექმნა „ჩვენი უნიფორმაში გამოწყობილი კაცებისა და ქალებისთვის". 

 

 

ტრამპი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, მთლიანად აკრძალავდა მუსლიმების ქვეყანაში შეშვებას, მაგრამ ნოემბერში პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, იგი ამ საკითხს არ დაბრუნებია.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საემიგრაციო ზომებთან დაკავშირებით ხელმოწერილი ბრძანების გამოცემას ცნობილი პიროვნებები კრიტიკულად შეხვდნენ.    

 

 

ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ასევე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა თავის გვერდზე, სადაც მან განაცხადა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებები მისი „წუხილის" საგანს წარმოადგენს და აღნიშნა, რომ როგორც ბევრი ამერიკელი, ისიც ემიგრანტების შთამომავალია. „ეს საკითხები ჩემთვის თვით ოჯახის მიღმაც კი პერსონალურია", - დაწერა მან და განაგრძო: „რამდენიმე წლის წინათ, მე ვასწავლიდი ადგილობრივ საშუალო სკოლაში, სადაც ჩემი ზოგიერთი საუკეთესო სტუდენტი დოკუმენტების გარეშე იყო - ისინიც მომავლის გარეშეც არიან დარჩენილნი".    

 

 

დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა დაწერა, რომ ბრძანებას ხელი ჰოლოკოსტის აღნიშვნის დღეს მოეწერა. „ჰოლოკოსტის დროს, ჩვენ წარუმატებელნი აღმოვჩნდით მიგვეღო ისეთი ლტოლვილები ჩვენს ქვეყანაში მაგალითად როგორიც იყო ანა ფრანკი. ჩვენ ვერ დავუშვებთ ისტორიის განმეორებას", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.    

 

 

მალალა იუსაფზაიმ, რომელიც „თალიბებმა" ქალების განათლების ადვოკატირებისთვის პაკისტანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და რომელსაც არასრულწლოვნების ასაკში ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში, დაწერა, რომ ის „გულმოკლულია". 

 

 

 

 

 

„დღეს, პრეზიდენტი ტრამპი კარს უკეტავს ბავშვებს, დედებს და მამებს, რომლებიც ძალადობასა და ომს გამოექცნენ", - განაცხადა მალილამ და დაამატა: „ამერიკა ლტოლვლებისა და ემიგრანტებისთვის კარის გახსნის თავისი ამაყი ისტორიიდან უხვევს. კარს უკეტავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ თქვენს ქვეყანას აშენებაში, რომლებიც მზად არიან იმუშაონ მძიმედ და მოიპოვონ სამართლიანი შესაძლებლობა ახალი ცხოვრების".

 

კომენტარები: 1
#1   laura
      
სწორი გადაწყვეტილებაა მაგრამ რელიგიური უმცირობებისთვის პრიორიტეტის მინიწება არასწორია ტუ ის არ არი.ს შევიწროვებული სახელმწიპოს მხრიდან ..
28 იანვარი 2017 06:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი