კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სოციალური მედიის მეშვეობით განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ 7 ქვეყნიდან სადაც უმრავლესობას მუსულმანები შეადგენენ, ლტოლვილებისა და ემიგრანტების აშშ-ში შეშვების აკრძალვას ემიჯნება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრუდომ გამოხატა მისი მთავრობის ერთგულება, რომ მიიღებს ყველა იმ ადამიანს, „რომლებიც გამოექცნენ დევნას, ტერორსა და ომს".

შეერთებული შტატების უსაფრთოხების სამსახურმა განაცხადა, რომ შესვლის აკრძალვა ასევე შეეხება ამ შვიდი ქვეყნის ორმაგ მოქალაქეებსაც. მიუხედვად ამისა, ტრუდოს ოფისმა აღნიშნა, რომ კანადელი ორმაგი მოქალაქეები გამონაკლისი იქნებიან.
„ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ კანადის მოქალაქეები, რომლებიც მგზავრობენ კანადური პასპორტებით, ჩვეულებრივი პროცედურების ქვეშ იქნებიან მოქცეულნი", - განაცხადა ტრუდოს წარმომადგენელმა ელექტრონული წერილით გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკლ ფლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „ვადასტურებთ, რომ კანადური პასპორტების მფლობელებს, მათ შორის, ორმაგ მოქალაქეებს აკრძალვა უარყოფითად არ შეეხება".

კანადის ემიგრაციის მინისტრი აჰმედ ჰუსენი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდა როგორც სომალელი ლტოლვილი, ორმაგი მოქალაქეა.
ტრუდოს მიერ „თვითერზე" გამოქვეყნებული განცხადება რამდენიმე საათში 150 000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.
ტრუდომ, რომელმაც მსოფლიო ყურადღება იმით მიიპყრო რომ ბოლო 13 თვეში, დაახლოებით, 40 000-ზე მეტ სირიელ ლტოლვილს მისცა კანადაში შესვლის უფლება, ასევე გამოაქვეყნა ფოტო „თვითერზე", სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება და ესალმება კანადის აეროპორტში ახალგაზრდა ლტოლვილს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს და ტრუდოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები გააჩნიათ, კანადის პრემიერ მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკიგან თავი შეიკავა.
ბოლოდეროინდელ განცხადებებში საუბრისას, ტრუდომ ფოკუსირება მოახდინა კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და ორ ქვეყანას შორის ღრმა ეკონომიკურ კავშირებზე.
შეერთებული შტატები კანადის უმთავრესი პარტნიორია. კანადა გეგმავს 2017 300 000 ემიგრანტს მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება, რომელთაგან უმეტესობა ეკონომიკური ემიგრაციის ნაწილი იქნება, ხოლო 40 000 კი ლტოლვილი.
ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს. სირიელ ლტოლვილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ იმ დრომდე, სანამ დამატებითი განცხადება არ გაკეთდება. 6 ქვეყნის, მათ შორის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზების გაცემა არ მოხდება.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ნიშნავს, რომ ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის ათასობით მოქალაქე, შესაძლოა, არ აუშვან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ე.წ. მწვანე ბარათები (მუდმივი ცხოვრების უფლება) აქვთ.
ამერიკელმა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების მიღების შემდგომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ათასობით პროტესტანტის გამოსვლა, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.