მოსამართლემ ტრამპის ბრძანება შეაჩერა და ამერიკიდან დეპორტაციები დროებით არ განხორციელდება - საპრეზიდენტო ბრძანება შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
29-01-2017, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია დროებით შეჩერებულია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ამერიკელმა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების მიღების შემდგომ მიიღო.

 

 

„ამერიკულმა სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა" ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ, შაბათს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული კავშირი ვარაუდობს, რომ ასიდან ორასამდე ადამიანი არის დაკავებული ამერიკის აეროპორტებში.

 

 

 

 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ათასობით პროტესტანტის გამოსვლა, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას.

 

 

ამერიკელი მოსამართლის, ან დონლის გადაწყვეტილების თანამხად, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ლტოლვილთა აპლიკაციები დაუკმაყოფილდათ, ასევე მოქალქეებს, რომლებასაც გააჩნიათ ვიზები, ისევე როგორც სხვა ინდივიდებს, რომლებსაც ამერიკაში შესვლის კანონიერი უფლება გააჩნაით, მათი ქვეყნიდან გაძევება შეჩერებული იქნება.

 

 

 

 

 

ეს ეხება პირველ რიგში, ამ კატეგორიაში მოქცეულ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აეროპორტში არიან დაკავებულნი, ან დაკავების საფრთხის წინაშე დგანან.

 

 

მოსამართლემ ბრძანება გამოსცა, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ტრამპის ბრძანების გამოცემის შემდგომ იქნენ დაკავებულნი.

 

 

შაბათს ტრამპმა თავისი გამოცემული ბრძანება დაიცვა და განაცხადა, რომ ეს არ იყო აკრძალვა მუსლიმების შემოშვებაზე".

 

 

 

 

 

ეს მშვენივრად მუშაობს. თქვენ ამას უყურებთ აეროპორტებში და ყველგან სხვაგან", - განუცხადა რეპორტიორებს ოვალურ ოფისში დონალდ ტრამპმა.

 

 

ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს. სირიელ ლტოლვილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ იმ დრომდე, სანამ დამატებითი განცხადება არ გაკეთდება. 6 ქვეყნის, მათ შორის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზების გაცემა არ მოხდება.    

 

 

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ნიშნავს, რომ ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის ათასობით მოქალაქე, შესაძლოა, არ აუშვან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ე.წ. მწვანე ბარათები (მუდმივი ცხოვრების უფლება) აქვთ.

 

 

ტრამპის სამიზნედ არჩეული ქვეყნებიდან აშშ-ის მიმართულებით მიმავალ მგზავრებზე საპრეზიდენტო ბრძანებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამერიკულ-არაბული ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის განცხადებით, ასეთი კატეგორიის მგზავრებს შორის არიან მწვანე ბარათებისა და ვიზების მფლობელები. აღნიშნულმა კომიტეტმა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებზეც ტრამპის ბრძანებაშია საუბარი, მაგრამ რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, ურჩია არ იმგზავრონ საზღვარგარეთ. ახალი პოლიტიკა ასევე გავლენას ახდენს ნათესავების ვიზიტებზე.  

 

 

 

 

 

 

ნიუ-იორკში ორი ერაყელი ლტოლვილი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი შეერთებული შტატების არმიაში თარჯიმნად მუშაობდა. შაბათს, რამდენიმე ერაყელმა მგზავრმა და იემენის მოქალაქემ ქაიროდან ნიუ-იორკის მიმართულებით გაფრენისგან თავი შეიკავეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქმედი ვიზები გააჩნდათ.

 

 

როგორც „როიტერსი" იუწყება, ტრამპის ბრძანებას რომელიც მუსულმანური ქვეყნებიდან ხალხის შეშვებას კრძალავს, გამოიწვია დაბნეულობა, პანიკა მგზავრებს შორის, რომელთაგან ზოგიერთმა შეერთებულ შტატებში გაფრენისგან თავი შეიკავა.    

 

 

 

 

 

„როიტერსის" ცნობით, საპრეზიდენტო ბრძანებამ აღშფოთება გამოიწვია არაბ მგზავრებს შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მათი განცხადებით, ეს დამამცირებელი და დისკრიმინაციულია. 

 

 

ტრამპის ბრძანების გამოცემას ფართო კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების დასავლელ მოკავშირეებში, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში, არაბ-ამერიკულ ჯგუფებში, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში.

 

 

 

 


ეს არის სულელური, საშინელი გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ამერიკელ ხალხს მიაყენებს ზიანს, ვიდრე ჩვენ, ან ვინმე სხვას, რადგან ის აჩვენებს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ხალხის, პოლიტიკის და გლობალური ურთიერთობების მართვა", - განაცხადა ნაჯგ ჰაიდარიმ იემენ-ამერიკული უსაფრთხოების მენეჯერმა სანავთობო კომპანიაში, იემენის დედაქალაქ სანაში.

 

 

ტრამპის მიერ საემიგრაციო ზომებთან დაკავშირებით ხელმოწერილი ბრძანების გამოცემას ცნობილი პიროვნებებიც კრიტიკულად შეხვდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი