ტერეზა მეიმ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთმა „უნდა შეასრულოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ"
29-01-2017, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ანკარაში ვიზიტისას, ქვეყნის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდგომ განაცხდა, რომ თურქეთმა „უნდა შეასრულოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ". აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი" ავრცელებს.


ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე თქვა: „ამაყი ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი თქვენს გვერდით იდგა დემოკრატიის დასაცავად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა შეინარჩუნოს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები".

 

 

ტერეზა მეი თურქეთის მთავრობასთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპრაკებების გასამართად შაბათს, ერთდღიან ვიზიტად შეერთბული შტატებიდან ჩავიდა, სადაც როგორც ბრიტანული „გარდიანი" წერს, დაძაბულ პოლიტიკურ დროებაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართა შეხვედრა.


თურქეთმა მუქარა გამოხატა საბერძეთის საემიგრაციო შეთანხმების დარღვევაზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა იმ 8 თურქი ჯარისკაცის ექსტრადირებაზე, რომლებსაც თურქეთის მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.


პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ პრეზიდენტის სასახლეში ერდოღანთან შესახვედრად მისვლისას აღმოაჩინა, რომ ის სატელევიზიო სივრცეში დომინირებდა და გადაიცემოდა რეპორტაჟები მისი ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ.


როგორც კი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ მეი და ტრამპი, თურქეთის პრეზიდენტმა უზარმაზარ სატელევიზიო ეკრანზე მიანიშნა და თქვა „ეს ძალიან კარგად გაშუქდა თურქეთში", რაზეც მეიმ გაკვირვებით გაიცინა.

 

 

 




ერდოღანმა მეის ჰკითხა თუ როგორი ამინდი იყო ვაშინგტონში ანკარასთან შედარებით, რომელიც მსუბუქი თოვლით იყო დაფარული. „აქ უფრო ცივა", - უპასუხა მეიმ.


შეხვედრამდე მეი ანკარის ცენტრში, თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის საფლავზე მივიდა და თურქეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი დიდი გვირგვინი მიიტანა.


ვიზიტორთა სამახსოვრო წიგნში კი ჩაწერა: „ძალიან დიდი პატივია ამ განსაკუთრებული ადგილის სტუმრობა და გახსენება თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელი მამისა. მოდით, ერთად განვაახლოთ ჩვენი ძალისხმევები შინ და მსოფლიოში მშვიდობის ათათურქისეული ხედვის განსახორციელებლად".


მანამდე მეიმ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა განსაკუთრებული გეგმები ერდოღანთან ადამიანის უფლებების შესახებ ესაუბრა, ერდოღანთან, რომლის მმართველობის ქვეშ ათასობით ჟურნალისტი, პოლიტიკოსები, ოპონენტები, საჯარო უწყებებში დასაქმებულები იქნენ გასამართლებულნი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი