ტერეზა მეი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად მივიდა
27-01-2017, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა. ამერიკის და ბრიტანეთის ლიდერები, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გამართავენ მოლაპარაკებებს და ეს დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება უცხო ქვეყნის პირველ პირთან მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტი გახდა.

 


მოლაპარაკებების დღის წესრიგი მოიცავს შეერთბული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო და საგარეო ურიერთობების საქმეების მიმართულებით საკითხების განხილვას.

 


მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ დაიწყებს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ის ევროკავშირს არ დატოვებს, ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს შეთანხმების სწრაფად დადება მას შემდეგ, რაც Brexit-ის პროცესი დასრულდება.

 

 

ტრამპთან შეხვედრამდე მეიმ აშშ-ის დაღუპულ სამხედროებს მიაგო პატივი ვაშინგტონ დი-სის გარეთ მდებარე არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

 

 

 

 

 

ტერეზა მეის მიერ "რესპუბლიკელებისადმი" წარმოთქმული სიტყვა იმის მცდელობა იყო, რომ განერიდებინა დონალდ ტრამპი მის მიერ მიღებული რადიკალური დღის წესრიგიდან, - განაცხადა ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორმა, სერ ლოურენს ფრიდმანმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ტონი ბლეერს 1999 წელს - მაშინ, როდესაც კოსოვოს კრიზისი უმაღლეს წერტილში იმყოფებოდა, სიტყვის დაწერაში ეხმარებოდა.

 

 

„მე ვფიქრობ, რომ მისი [ტერეზა მეის] ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არ შეეხებოდა ინტერვენციას, ეს იყო მცდელობა მოეძებნა რაღაც გზები რესპუბლიკური პარტიის" მეშვეობით და ეცადა პრეზიდენტი რადიკალური დღის წესრიგიდან განერიდებინა", - განუცხადა სერ ლოურენსმა BBC Radio-4-ს.

 

 

ეს არ არის აქტიური ინტერვენცია იმ სახის, როგორც ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის დროს იყო, მაგრამ მას ექნება საკმაოდ დიდი ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს თავისუფალ ვაჭრობას, გამოწვევის წინაშე აყენებს ნატო-ს და სიმყუდროვეს უქმნის ვლადიმერ პუტინს.

 

 

ტერეზა მეის მიერ წამოყენებული ისეთი საკითხები, როგორიცა რუსეთი, ირანი და ნატო - პრეზიდენტი მათ იგნორირებას გააკეთებს", - განაცხადა სერ ლოურენს ფრიდმანმა.

 

 

"დაუნინგ სთრითის" თანახმად, ტერეზა მეის თავის ამერიკულ სიტყვაში არ გამოუცალკევებია რომელიმე სპეციფიური კონფლიქტი, როდესაც ის სამხედრო ინტერვენციების წარუმატებელ პოლიტიკაზე საუბრობდა.

 

 

თავის ფილადელფიის სიტყვაში ტერეზა მეიმ წარსულის წარუმატებელი პოლიტიკისკენ არდაბრუნების პირობა დადო, განაცხადა რა, რომ დღეები როდესაც ბრიტანეთი და აშშ სუვერენულ ქვეყნებში ინტერვენციას ახდენდნენ "რათა ჩვენი საკუთარი ხატის მსგავსად შეგვექმნა მსოფლიო", დასრულებულია.

 

 

მეიმ  „რესპუბლიკელი" პოლიტიკოსების შეკრებაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთმა და ამერიკამ უნდა "განაახლოს სპეციალური ურთიერთობები ამ ახალ ეპოქაში" და კვლავ ერთად უნდა იყვნენ ლიდერები.

 


ტერეზა მეიმ ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დონალდ ტრამპის გვერდიგვერდ მუშაობა, მაგრამ მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ამერიკული პოლიტიკის სფეროებს, რაც მისი წუხილის საგანს წარმოადგენს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩა შეერთებილ შტატებში სერ დევიდ მანინგმა.

 

 

მანინგი, რომელიც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო 2003-2007 წლებში, ფიქრობს, რომ ორივე მხარე კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავიანთ მტკიცე გადაწყვეტილებას დაასრულონ სწრაფი სავაჭრო ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.

 


დევიდ ქამერონის კომუნიკაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდგომ, ჟურნალისტების მხრიდან რთულ შეკიხვებზე პასუხისგაცემა მოუწევს.

 


როგორც სერ კრეგ ოლივერმა BBC Radio-4-ს განუცხადა, ჟურნალისტებმა იციან, რომ შეხვედრის ოთახში "დაძაბულობაა, ამგვარად, ისინი დასვამენ უხერხულ შეკითხვებს, რთულ შეკითხვებს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი