დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა Brexit -ს - რაც ნებას რთავს პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მოლაპარაკებები დაიწყოს. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
კანონმდებლებმა 498 ხმით 114-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს მთავრობის „ევროპული კავშირის კანონპროექტს“, რომელიც „ლეიბორისტების“ ხელმძღვანელობის მიერ იყო მხარდაჭერილი.
მაგრამ „შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“ და „ლიბერალ-დემოკრატებმა“ კანონპროექტის მიღებას ხმა არ მისცეს და ამავე დროს 47-მა „ლეიბორისტმა“ და „ტორების“ ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კენ კლარკმა ასევე წინააღმდეგობა გამოხატა კანონპროექტისადმი.
კანონპროექტი ახლა შემდგომ კრიტიკულ განხილვას ელოდება თემთა პალატასა და ლორდთა პალატაში, სანამ ის კანონად იქცევა.
პრემიერ მინისტრმა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის გამოწვევის ბოლო ვადად 31 მარტი დაასახელა, რაც ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების საწინდარი უნდა გახდეს. კანონპროექტი თემთა პალატას მომავალ კვირას დაუბრუნდება.
პარლამენტარები კანონპროექტის გარშემო დებატებს 2 დღის განმავლობაში მართავდნენ. დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის 24 ივნისის ისტორიულ რეფერენდუმში 51.9%-ით 48.1%-ის წინააღმდეგ ხმა მისცა ევროკავშირის დატოვებას.
საგარეო მდივანმა ბორის ჯონსონმა, რომელიც ევროკავშირის დატოვების კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, თემთა პალატის კენჭისყრას „აბსოლუტურად დიდი მნიშვნელობის“ მოვლენა უწოდა. „ფეისბუქის“ გვერდზე მან დაწერა: „ჩვენ შესაძლოა ვტოვებდეთ ევროკავშირის ხელშეკრულებებს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას“.
დიდი ბრიტანეთი „ახალ იდენტურობას გამოჭედავს“ და „განსაცვიფრებლად პოზიტიურ წვლილს შეიტანს“ ევროპაში, - განაცხადა ჯონსონმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.