ტონი ბლეერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, მისი „მისიის“ შესახებ გამოაცხადებს და შეეცდება დაარწმუნოს ბრიტანელები შეიცვალონ თავიანთი აზრი „ბრექსიტთან“ დაკავშირებით.
როგორც BBC იუწყება, მოგვიანებით, ბლეერი თავის სიტყვაში განაცხადებს, რომ ადამიანებმა რეფერენდუმზე „ხმა მისცეს ისე, რომ არ იცოდნენ Brexit-ის ნამდვილი პირობები“.
მაგრამ ყოფილი კაბინეტის წევრმა ლეინ დანკან სმიტმა განაცხადა, რომ ბლეერის კომენტარები ქედმაღლური და სავსებით არადემოკრატიულია.
დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ იგი „აბსოლუტურად არის მოწადინებული“ Brexit-ის დასრულებით.
პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის Brexit-ის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება მარტის დასასრულისთვის სურს - ნაბიჯი, რომელსაც თემთა პალატის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ახლახან დაუჭირა მხარი.
ბლეერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იყო 1997 – 2007 წლებში, თავის სიტყვაში განაცხადებს, რომ მათ, რომლებიც ევროკავშირიდან გამოსვლის მამოძრავებელი ძალები იყვნენ, „ყოველთვის უნდოდათ მაგარი Brexit-ი“.
„ჩვენი გამოწვევაა, ულმობლად ვაჩვენოთ ფაქტობრივი ღირებულება“, თუ რა შეიძლება მოჰყვეს „ბრექსიტს“, „ვაჩვენოთ, თუ როგორ იყო ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული არასაკმარის ცოდნაზე, რომელიც ახლა გახდება ინფორმირებული ცოდნა“.
ტონი ბლეერი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის აქტიურ კამპანიას ეწეოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.