ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების ბრალდებას, რომ პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს, სიცრუეს უწოდებს.
მისი თქმით, „ნიმუშის აღების დროს არანაირ გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია".
როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნიმუშების აღებას გარკვეული დრო დასჭირდა და ბრალდებულის დაკითხვა სწორედ ამ მიზეზით ვეღარ მოხერხდა.
„ნიმუშის აღების დროს არანაირ გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია. ასეთი პრეტენზია არ შემოსულა პროცედურების განხორციელებისას. რამოდენიმე წუთია, რაც დასრულდა ეს პროცედურები. იყო მოთხოვნა, რომ დაწყებულიყო დაკითხვა და შეწყვეტილიყო - ბუნებრივია, ბრალდების მხარემ ამაზე განაცხადა უარი.... კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს აქვს კანონით გათვალისწინებული დროები და ამ დროში არ მოხერხდებოდა ამ საგამოძიებო მოქმდების დასრულება", - განაცხადა პროკურორმა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებულ დეკანოზთან დღეს გამომძიებლები და ექსპერტები შევიდნენ. მათ დნმ-ის, ხმისა და კალიგრაფიის ნიმუშები აიღეს, რათა მათი შედარება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.