სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პარკ ჟინ ჰე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი გახდა, რომელსაც თანამდებობის დატოვება აიძულეს.
BBC-ის ცნობით, მოსამართლეებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს პარლამენტის გადაწყვეტილება პარკის იმპიჩმენტის თაობაზე, რომელიც უკავშირდება კორუფციულ სკანდალში მის როლს მისი ახლო მეგობრის სასარგებლოდ.
იგი ახლა საპრეზიდენტო იმუნიტეტს კარგავს და შესაძლოა მას ბრალდება წაუყენონ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლოს გარეთ საპროტესტო გამოსვლა მიმდინარეობს და იქ 2 ადამიანი გარდაიცვალა.
სასამართლოს გადაწყვეტილება თვეების განმავლობაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის და საზოგადოებრივი პროტესტის კულმინაციაა. სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღეში უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.