სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ პარკ ჟინ ჰეს კორუფციის სკანდალთნ დაკავშირებით იმპიჩმენტის კენჭისყრა განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს.
წინადადებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც 56 -ით გადასცდა საჭირო ხმების რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპიჩმენტს პარკის მმართველი პარტიიდანაც ჰყავდა მხარდამჭერები.
პარკის ძალაუფლება ახლა პრმიერ მინისტრს ჰუანგ კიო-აჰანს გადაეცემა.
პრეზიდენტ პარკიS წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა სეულის ქუჩებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეზიდენტი მზარდი ზეწოლის ქვეშ იყო და მის გადადგომას და მასზე გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ - დართო თუ არა ნება მან მეგობარს პერსონალური სარგებლის მიღებისთვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა.
კენჭისყრის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, რომ „შექმნა ეს ეროვნული ქაოსი“ მისი „დაუდევრობით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.