თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2005 წელს $150 მილიონზე მეტ შემოსავალზე გადასახადის სახით $38 მილიონი გადაიხადა. როგორც „როიტერსი“ იუწყება, აღნიშნული განცხადებით თეთრმა სახლმა სამაუწყებლო კომპანია MSNBC-ის უპასუხა, რომლის წამყვანმა რაჩელ მადოუმ თქვა, რომ მან ჟურნალისტ დევიდ კეი ჯონსტონისაგან ტრამპის მიერ გადასახადების დაბრუნების შესახებ ორ-გვერდიანი დოკუმენტი მიიღო. წამყვანმა აღნიშნა, რომ თავად ჯონსტონმა დოკუმენტი ფოსტის მეშვეობით, ანონიმური პირისაგან მიიღო.
MSNBC-ის მიერ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადასახადის დაბრუნების დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ ტრამპმა 2005 წელს ფედერალური გადასახადის ტარიფის 25 პროცენტი გადაიხადა მას შემდეგ რაც $100 მილიონის დანაკარგი დააფიქსირა.
თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპს მხედველობაში ჰქონდა „მშენებლობის ფართო მასშტაბის გაუფასურება“.
ტრამპი გასულ წელს მთელი მისი საარჩევნო კამპანიის დროს ჯიუტად აცხადებდა უარს თავისი გადასახადის დაბრუნების დოკუმენტის გამოქვეყნებაზე, რაც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მხრიდან კრიტიკის და განსჯის საგნად იქცა, რომ იგი რაღაცას მალავდა.
The New York Times-მა 2016 წლის ოქტომბერში დაწერა, რომ ტრამპმა, ნიუ იორკის უძრავი ქონების დეველოპერმა, თავის 1995 წლის გადასახადის დაბრუნებაზე $916 მილიონის დანაკარგის დეკლარაცია წარადგინა. გაზეთის ცნობით, დიდი გადასახადის გამოქვითვა საშუალებას მისცემდა მას 18 წლის განმავლობაში თავი აერიდებინა ფედერალური შემოსავლის გადასახადების გადახდისაგან.
მაგრამ MSNBC-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, რომ ტრამპმა ნამდვილად გადაიხადა გადასახადები 2005 წელს. დაბრუნების დოკუმენტში არ არის ნაჩვენები გადაიხადა თუ არა მან გადასახადები სხვა წლებშიც და არც ის, რამდენი უნდა გადაეხადა მას. The Washington Post-ი გასულ წელს წერდა, რომ 1970-იანი წლების მე-2 ნახევარში ტრამპს სულ მცირე 2 წლის განმავლობაში ფედერალური შემოსავლის გადასახადი არ გადაუხდია.
თეთრი სახლის მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპს, როგორც ტრამპის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჰქონდა პასუხისმგებლობა „გადაეხადა არა იმაზე მეტი გადასახადი, ვიდრე ეს კანონიერად იყო მოთხოვნილი“.
სექტემბერში გამართული პირველი საპრეზიდენტო დებატებისას „დემოკრატების“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა „რესპუბლიკელი“ ტრამპი ფედერალური საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობისთვის გააკრიტიკა.
კლინტონი ტრამპს თავს დაესხა იმის გამო, რომ მილიარდერმა არ გამოაქვეყნა საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნების მონაცემები და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ წარმოშვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იგი ისეთი მდიდარი და ქველმოქმედი, როგორც თავს წარმოაჩენდა. მან აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნების მხოლოდ რამდენიმე წლის მონაცემების გამოქვეყნებამ აჩვენა, რომ მისი სიმდიდრის მიუხედავად, იგი არ იხდიდა ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს.
„ეს მხდის მე ჭკვიანად“, უპასუხა მან კლინტონს.
ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი არაერთხელ დაესხა თავს ჟურნალისტებს, მედიასაშუალებების ნაწილს ამერიკელი ხალხის მტრები უწოდა და „ყალბი ახალი ამბების“ გამავრცელებლებს მისი პრეზიდენტობის ძირის გამოთხრაში დასდო ბრალი.
„უპატიოსნო მედიას შეუძლია განაგრძოს თავისი დღის წესრიგით მუშაობა, მაშინ როცა პრეზიდენტი თავის დღის წესრიგზე იქნება ფოკუსირებული, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, რაც სარგებელს მოუტანს ყველა ამერიკელს“, განაცხადა თეთრა სახლმა სამშაბათს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.