შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა
27-09-2016, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პირველ საპრეზიდენტო დებატებში, რომელმაც შესაძლოა სრულიად ახალი სული შთაბეროს თეთრი სახლის დასაკავებლად წარმართულ 2016 წლის კამპანიას, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი რასიზმში, სექსიზმში და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

 

 

Guardian.ge გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

 


ტრამპმა, უძრავი ქონების მაგნატმა, რომელიც პირველად ბრძოლობს საჯარო სამსახურის დასაკავებლად, განაცხადა, რომ კლინტონის ხანგრძლივი მოღვაწეობა წარმოადგენდა "ცუდ გამოცდილებას", რომელსაც ძალზე მცირე შედეგები ჰქონდა და მის მიერ აზიის ქვეყნებისთვის შეთავაზებული სავაჭრო ხელშეკრულებები არაგულწრფელი იყო.

 

 

როგორც "როიტერსი" წერს, 70 წლის ტრამპისთვის დებატები შანსის მიმცემი იყო იმისათვის, რომ წარმოჩენილიყო დისციპლინირებულად. 68 წლის კლინტონისთვის კი ეს დებატები ამომრჩევლებისთვის იმის დარწმუნებას ემსახურებოდა, რომ მას შეიძლება რომ ენდონ.

 

 

ერთ–ერთი ყველაზე ცხარე კამათის საგანი, რაზეც კანდიდატები ერთმანეთს თავს დაესხნენ, ბარაქ ობამას დაბადების საკითხს შეეხებოდა. კერძოდ იმას, დაიბადა თუ არა ის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული საკითხი ტრამპის მხრიდან არაერთხელ ყოფილა გამოყენებული სპეკულაციის საგნად.

 

 

პრეზიდენტ ობამას, რომელიც ჰავაიში დაიბადა, ჯერ კიდევ 2011 წელს მოუწია დაბადების მოწმობის გამოქვეყნება იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო დაბადებული. მხოლოდ მიმდინარე თვეს თქვა ტრამპმა საჯაროდ, რომ მას სჯეროდა იმისა, რომ ობამა ნამდვილად ამერიკაში იყო დაბადებული.

 

 

"მან [ტრამპმა] მისი პოლიტიკური აქტივობა ნამდვილად რასისტული ტყუილით დაიწყო, რომ ჩვენი პირველი შავკანიანი პრეზიდენტი არ იყო ამერიკის მოქალაქე. ამის არავითარი სამხილი არ არსებობდა, მაგრამ იგი დაჟინებით იმეორებდა ამას, იგი დაჟინებით იმეორებდა ამას წლების განმავლობაში", – თქვა კლინტონმა.

 

 

 


ტრამპმა გაიმეორა, რომ მისი მცდარი ბრალდება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევენებში ობამას წინააღმდეგ კლინტონის წარუმატებელმა კამპანიამ წარმოშვა, როცა ობამას დაბადების ადგილის შესახებ ე.წ. კონსპირაციული საკითხი გაჟღერდა.

 

 

"არავინ აწვებოდა ამ საკითხს, არავის ედარდებოდა დიდად ეს საკითხი... მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც მას გადავადგმევინე ნაბიჯი გამოექვეყნებინა დაბადების მოწმობა და ვფიქრობ, ამით კარგი საქმე გავაკეთე", – განაცხადა ტრამპმა.

 

 

აფრიკელი ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა კლინტონს უჭერს მხარს, მაგრამ ტრამპმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვა, რომ მისი პოლიტიკის დღის წესრიგი სარგებელს მოუტანს აფრო–ამერიკელებს და დასძინა, რომ ობამას და კლინტონის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შავკანიან ამერიკელთა დახმარების მხრივ ფიასკო განიცადა.

 

 

მან აღნიშნა, რომ კლინტონის არგუმენტები არაგულწრფელი იყო.

 

 

"როდესაც შენ ცდილობ იმაზე უფრო წმინდა გამოჩნდე, ვიდრე ხარ, ეს ნამდვილად აღარ მუშაობს", – თქვა ტრამპმა.

 

 

 

 

წითელი და ლურჯი

 

 

კლინტონს წითელი კოსტუმისებრი ჟაკეტი და წითელივე შარვალი ეცვა, ტრამპს კი მუქი კოსტუმი, და ლურჯი ჰალსტუხი ეკეთა. კლინტონი ოპონენტს დონალდს უწოდებდა. ტრამპი კი მას დებატების დიდი პერიოდის განმავლობაში მდივან კლინტონს, ბოლოს კი სახელით მოხსენიებაზე გადავიდა.

 

 

დებატების ბოლოს ტრამპმა თქვა, რომ კლინტონს პრეზიდენტობისთვის საჭირო სიმტკიცე და გამძლეობა არ გააჩნდა.

 

 

"მას არა აქვს გამოხედვა, მას არა ქვს სასიცოცხლო ძალების მარაგი", – თქვა ტრამპმა.

 

 

კლინტონი ტრამპს მისი საჯარო სამსახურში მოღვაწეობის დამოწმებით შეეპასუხა: "როგორც კი ის 112 ქვეყანაში იმოგზაურებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს სამშვიდობო შეთანხმებებზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, დისიდენტების გათავისუფლებაზე... ან თუნდაც გაატარებს 11 საათს კონგრესის კომიტეტების წინაშე მოპასუხის სახით, მას შეეძლება მესაუბროს მე სასიცოცხლო ძალების მარაგზე".

 

 

კლინტონი ტრამპს თავს დაესხა ასევე იმის გამო, რომ მილიარდერმა არ გამოაქვეყნა საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნების მონაცემები და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ წარმოშვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იგი ისეთი მდიდარი და ქველმოქმედი, როგორც თავს წარმოაჩენდა. მან აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნების მხოლოდ რამდენიმე წლის მონაცემების გამოქვეყნებამ აჩვენა, რომ მისი სიმდიდრის მიუხედავად, იგი არ იხდიდა ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს.

 

 

 

 

"ეს მხდის მე მოხდენილ ადამიანად", – განაცხადა ტრამპმა.

 

 

"მე მაქვს უზარმაზარი შემოსავალი", – აღნიშნა მან და დაამატა, რომ დგება დრო, როცა ისეთი ვინმე შეიძლება გაუძღვეს ქვეყნას, რომელსაც რაღაც ესმის ფულის შესახებ.

 

 

კლინტონმა გააკრიტიკა ტრამპი იმისათვის, რომ მან ბიზნესწრეების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელთაც მის კომპანიებთან კონტრაქტები ჰქონდათ, ფული არ გადაუხადა. კლინტონმა თქვა, რომ იგი შეხვდა ბევრ ადამიანს, რომელიც მისმა ოპონენტმა მოატყუა.

 

 

ტრამპმა განაცხადა, რომ გადაუხდელობის მსგავს შემთხვევებს მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებელი იყო.

 

 

(პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი, ჰილარი კლინტონის მეუღლე, ბილ კლინტონი ქალიშვილთან, ჩელსა კლინტონთან ერთად ესწრებოდა) 

 

 

 

ვაჭრობის საკითხი

 

 

ტრამპი თავს დაესხა კლინტონს მისი სავაჭრო პოლიტიკის გამო და თქვა, რომ მან აზიის ქვეყნებთან მოიწონა სადავო სავაჭრო ხელშეკრულებები, იმის მიუხედავად რომ იგი ამას კანდიდატობისას არ ეთანხმებოდა.

 

 

კლინტონმა უარყო კრიტიციზმი.

 

 

 

 

"დონალდ, მე ვიცი, რომ შენ ცხოვრობ შენსავე საკუთარ რეალობაში, მაგრამ ეს არაა ფაქტები", – თქვა მან.

 

 

მოდერატორი ლესტერ ჰოლტი ძნელად ახერხებდა კანდიდატების მართვას. სავაჭრო საკითხებიდან კი საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები უეცრად "ისლამურ სახელმწიფოზე" საუბრით შეიცვალა, როგორც კი ტრამპმა კლინტონს ბრალი დასდო იმაში, რომ მან მისი ვებგვერდის გამჟღავნებით, თუ როგორ გეგმავდა ჯგუფის დამარცხებას, მტერს ინფორმაცია გადასცა.

 

 

კლინტონმა თქვა, რომ ტრამპისაგან განსხვავებით, მას სულ მცირე გეგმა მაინც გააჩნდა იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლა ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ.

 

 

(დებატების ბოლოს ტრამპმა კლინტონს ხელი ჩამოართვა) 

 

 


Reuters/Ipsos–ის მიერ ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა 41%–ს შორის, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, უფრო მეტი მხარს კლინტონს უჭერს – კლინტონი ტრამპს 4%–ით უსწრებს.

 

 

Reuters/Ipsos– ის მეორე გამოკითხვა, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ამერიკელების პოტენციურ ამომრჩეველთა ნახევარი მათი არჩევანის გაკეთებისას დებატებს დაეყრდნობა.

 

 

ორი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი – ლიბერტარიანელი გარი ჯონსონი და "მწვანეთა პარტიის" კანდიდატი ჯილ სტეინი არ დაუპატიჟიათ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან არც ერთ მათგანს არ მიუღია სულ მცირე 15%–იანი მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში – ზღვარი, რაც კვალიფიციურ სუბიექტად დარეგისტრირებისთვისაა საჭირო.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   Duche
      
Ashkarad mainc igrdznoba am posthi klintonis mxardachera es ki nishnavs mashtabur gautavebel qaoss da amastanave oms ase rom tu omi daiwyo tqvenc misi xelishemwyobni xart "patiosnad udanashaulo"kalmosnebo..
28 სექტემბერი 2016 18:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი