პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა ბრიუსელში გასაგზავნ წერილს, რითაც ოფიციალურად დაიწყება დიდი ბრიტანეთის ევროპული კავშირიდან გასვლა.
BBC-ის ცნობით, ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შესაბამისად, წერილი მოგვიანებით გადაეგზავნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს. ამის შემდეგ კი ოფიციალური ლონდონი ბრიუსელისაგან მოელის, რომ მოლაპარაკებები არსებული და მომავალი ურთიერთობების პირობებზე რაც შეიძლება მალე დაიწყება.
ევროკავშირისთვის ოფიციალური მიმართვა დიდ ბრიტანეთში გასული წლის 23 ივნისს ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმიდან 9 თვის შემდეგ ხდება. რეფერენდუმზე ბრიტანელებმა 51.9%-ით 48.1%-ის წინააღმდეგ, ხმათა მცირე უპირატესობით ევროკავშირის დატოვებას დაუჭირეს მხარი.
ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიუსეული „მზად არის და ელოდება“ წერილს.
50-ე მუხლის თანახმად, მოლპარაკებების პროცესი არსებულ და მომავალ ურთიერთობებზე დაუშვებელია მანამ, სანამ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად არ ეტყვის ევროკავშირს, რომ ის ტოვებს გაერთიანებას.
თუ ყველაფერი 50-ე მუხლში გაწერილი გეგმის მიხედვით წარიმართა, რაც 2-წლიან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, Brexit-ი 2019 მარტში მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.