ბაშარ ალ-ასადი: სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობები „100%-ით ფაბრიკაციაა“
13-04-2017, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი ძალების მიერ ქიმიური იარაღით თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობები „100%-ით ფაბრიკაციას“ წარმოადგენს.

 


AFP-ის ახალი ამბების სააგენტოსთან ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუში მან თქვა, რომ „არ ყოფილა ბრძანება რაიმე თავდასხმაზე“.

 


BBC-ის ცნობით, 80 ადამიანზე მეტი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ხან შეიხუნში 4 აპრილს და ქალაქის ასეულობით მცხოვრებმა მიიღო დაზიანებები, რომელიც ქიმიური ნივთიერების, „ნერვის აგენტის“-გან გამოწვეული დაზიანების სიმპტომებთან არის თავსებადი.

 


მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს თუ როგორ მიიტანეს სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ქალაქზე, მაგრამ რუსეთი ამტკიცებს, რომ დარტყმა ამბოხებულების ქიმიური მარაგების საცავს მიაყენეს.

 


როგორც BBC წერს, შოკისმომგვრელ ვიდეოში ნაჩვენები არიან თავდასხმის მსხვერპლნი - ბევრი მათგანი ბავშვი - რომლებიც კრუნჩხვებში არიან ჩავარდნილი და რომელთაც პირიდან დორბლი მოსდით. დაზარალებულები თურქეთის საზღვრის გასწვრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 


ასადმა AFP-ის უთხრა, რომ სირიის მთავრობამ მის ქიმიურ არსენალზე უარი თქვა 2013 წელს და დაამატა: „ჩვენ რომც გვქონოდა ის, მას მაინც არ გამოვიყენებდით“.

 

 

2013 წლის შემდეგ გრძელდება ბრალდებები, რომ ისეთი ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ქლორი და ამიაკი, გამოყენებული იქნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ორივეს - სირიის მთავრობის და ამბოხებულთა ჯგუფების მხრიდან.

 


თურქეთის და დიდი ბრიტანეთის განცხადებით, შემოწმებებმა აჩვენეს, რომ ზარინი (მომწამვლელი ნივთიერება) ან ზარინის მსგავსი სუბსტანცია იყო გამოყენებული ხან შეიხუნში, რაც აკრძალული ქიმიური ნივთიერების ასეთი ოდენობით გამოყენების პირველი შემთხვევაა 2013 წლის შემდეგ.

 


ასადმა ბრალი დასდო დასავლეთს ამბების გამოგონებაში ხან შეიხუნში, რომ მას ჰქონოდა გასამართლებელი საბუთი შაირათის სამთავრობო საჰაერო ბაზაზე სარაკეტო დარტყმებისთვის, რაც სავარაუდო ქიმიური თავდასხმიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა.

 


„ეს არის პირველი სტადია, სვლა [რომელიც მათ შეთხზეს] რაც ჩვენ ვიხილეთ სოციალურ ქსელში და ტელევიზიებში, შემდეგ პროპაგანდა და შემდეგ მეორე სტადია, სამხედრო იერიში“, თქვა მან და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვიდეო კადრების ნამდვილობა.

 

 

ასადმა ასევე განაცხადა, რომ ხან შეიხუნს, სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იდლიბის პროვინციას არ გააჩნდა სტრატეგიული ღირებულება და ამჟამად ის არ ყოფილა ბრძოლის ფრონტი. „ეს ამბავი არც ერთ შემთხვევაში არ არის დამაჯერებელი“, უთხრა მან AFP-ის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი