ტრამპმა სირიაზე სარაკეტო დარტყმები წამოიწყო - სატელევიზიო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის „სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით“ იმოქმედა
07-04-2017, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქში ქიმიური იარაღით თავდასხმის საპასუხოდ სირიის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

 


პენტაგონმა განაცხადა, რომ Tomahawk-ის 59 რაკეტა გაუშვა სირიის დროით დილის 04:40 საათზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გამანადგურებლებიდან.

 


სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ სირიის ბაზა ქიმიური თავდასხმის წამოწყების ადგილი იყო.

 


მან მოუწოდა „ყველა ცივილიზებულ ერს“ დაეხმაროს სირიის კონფლიქტის დასრულებაში.

 


BBC მოწმეებსა და აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ იდლიბის სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ხან შეიხუნზე თავდასხმა სამხედრო თვითმფრინავებით სამშაბათს გამთენიისას განხორციელდა, როდესაც ბევრ ადამიანს ეძინა.

 


Unicef-ის თანახმად, სულ მცირე 27 ბავშვი იქნა მოკლული და 546-მა ადამიანმა, რომელთა შორის ბევრი ბავშვია, დაზიანებები მიიღო.

 


თავისი ფლორიდის მარ-ა-ლაგოს მამულიდან საუბრისას ტრამპმა სირიის პრეზიდენტს „დიქტატორი“ უწოდა, რომელმაც „საშინელი ქიმიური თავდასხმა წამოიწყო უდანაშაულო მოქალაქეებზე“.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ მან ამერიკის „სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით“ იმოქმედა, რაც ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთას გულისხმობს.

 

 

 

 

 


„ამაღამ, მე მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ ერს, შემოგვიერთდნენ ჩვენ იმის მცდელობაში, რომ დავასრულოთ ეს ხოცვა-ჟლეტვა და სისხლისღვრა სირიაში და ასევე დავასრულოთ ყველა სახის და ტიპის ტერორიზმი“, განაცხადა მან.

 


პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები, რომლებიც მხარს უჭერენ სირიის მთავრობას, შეერთებული შტატების მიერ თავდასხმის წამოწყებამდე იქნენ ინფორმირებული და დარტყმები მიმართული იყო „რეჟიმის შესაკავებლად, არ მოხდეს ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება“.

 


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზიანებების და მსხვერპლის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია, მაგრამ ჰომსის გუბერნატორმა განაცხადა, რომ არის მსხვერპლი და ბაზის ნაწილი ცეცხლში იყო გახვეული.

 


„საჭირო იქნება დრო, რათა განისაზღვროს ზარალის ოდენობა“, უთხრა თალალ ბარაზიმ AFP -ის ახალი ამბების სააგენტოს.

 


რუსეთს, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მცირერიცხოვან მოკავშირეთა შორის ერთ-ერთს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ოთხშაბათს, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი შეეკამათა, როცა ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მასობრივი მოწამვლა ამბოხებულების კუთვნილი ქიმიური იარიღით იყო გამოწვეული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი