პრეზიდენტის განცხადება არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში, პირიქით, ეწინააღმდეგება მას, ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას.
ჩუგოშვილის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში სრულიად ნორმალურია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის.
„ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება იქნებოდა არასწორი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ერთი ვადით მოხდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება, შემდეგ მოხდეს არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების შეტანა“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.