გიორგი მარგველაშვილი: ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი
20-04-2017, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში შეხვედრების მიზანი, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის წევრების ინფორმირება იყო მოსახლეობის იმ დამოკიდებულებების შესახებ, რა საკითხებზეც ისინი მუშაობდნენ.

 


მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის შესახებ სტუდენტებს გააცნო საკუთარი მოსაზრება პრეზიდენტის არჩევის წესთან, უფლებების შეზღუდვასთან, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლასა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

 


,,პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულველყოფილი და ახალი ვერსიით არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით ე.წ. სამასი ხმოსანი.

 


მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ამ ახალ პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც კი, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა. და, ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი; მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტიან თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას.

 


გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად, პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტიანობა'', განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

 


გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტში დადებით და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილება - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა, აღნიშნა, რომ ახალი ჩანაწერი გაურკვეველი ლოგიკისაა, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად ითვისებს.

 


,,ეს საკითხი დემოკრატიის ლოგიკასთან საერთოდ არანაირ შეხებაში არ მოდის - ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული - პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის.

 


ის პოზიცია, რომელსაც საზოგადოება გამოხატავდა სოციალურ დაცულობასთან დაკავშირებით, ეს ასახულია კონსტიტუციაში და მართალია, მაინც და მაინც, ასეთი მტკიცე ენით არ არის ის კონსტიტუციის პროექტში დაწერილი, მაგრამ გარკვეული მინიშნება, რომ სახელმწიფოს გააჩნია ადამიანის სოციალურ უფლებებსა და საჭიროებებზე ზრუნვის ვალდებულება, ეს კონსტიტუციაში ჩაწერილია და ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია განათლების, ჯანდაცვის მიმართულებებით, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თვალსაზრისით, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე'', აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძნელი სათქმელია ვის ინტერესებს, სურვილებს, თანხმობას გამოხატავს ახალი დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების სულისკვეთებას და სათქმელს უნდა ასახავდეს.

 


,,ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია; როდესაც, ფაქტობრივად ქრება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები; როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავდროულად გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ; ვითარებაში, როდესაც თვითმმართველობის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი აზრები და იდეები კომისიას'', მიმართა სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი