ლევან იზორია: ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დები საქმიანობენ თავდაცვის უწყებაში, მაგრამ მე არც დანიშვნის და არც გათავისუფლების შემთხვევაში, პარტიული ნიშნით არ ვხელმძღვანელობ
29-04-2017, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვის უწყებაში ნეპოტიზმის არსებობასთან დაკავშირებით, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

იზორიას თქმით, ვერავინ დაუსახელებს მას ერთ ნათესავსაც კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

 

 

„ქალბატონი ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დები საქმიანობენ თავდაცვის უწყებაში, მაგრამ მე არც დანიშვნის და არც გათავისუფლების შემთხვევაში პარტიული ნიშნით არ ვხელმძღვანელობ.... რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევებს, თქვენ მიიღეთ საჯაროდ ინფორმაცია, რომ მათ გაიარეს შესაბამის კომისიაში კონკურსის წესით შეფასებები და დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას. მაგრამ პრინციპი გახლავთ ის, რომ თითოეულ საშტატო თანამდებობაზე არსებობს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ყველაფერი იქნება კანონის დაცვით და თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არავინ არ არის შეზღუდული. დამისახელეთ ერთი ნათესავი, რომელიც არის დასაქმებული ჩემს უწყებაში – ნეპოტიზმია როცა ნათესავს ასაქმებ”, განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ირმა ნადირაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე დაინიშნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი