„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც უწყებაში გამოვლენილ ნეპოტიზმის ფაქტებს შეეხება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დეპუტატის თქმით, წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე დაინიშნენ.
„პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ მინდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რომ პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება, მაგრამ ხანდახან პოლიტიკოსები ქმნიან ვითარებას, როდესაც საზოგადოება ვალდებულია დასვას კითხვები.
დღეს, მინდა წარმოგიდგინოთ ორი ფაქტი, რომელიც მოგვაწოდეს თავდაცვის სამინისტროდან. ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საუბარია იმაზე, რომ ოცნების დეპუტატის სოფიო კილაძის ქმარი ავთანდილ ხარაძე დაინიშნა გენერალურ ინსპექციაში და ასევე თამარ ხულორდავას მეუღლეც ლევან ვახტანგაძე დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში როდესაც მაშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.
ჩვენ გვაქვს კითხვები ლევან იზორიასთან თუ რა ნიშნით დაინიშნენ ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროში და გვაქვს კითხვები ოცნების დეპუტატებთან, რა როლი შეასრულეს მათ საკუთარი მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით", აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.