მიხეილ ჯანელიძე ისრაელი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
03-05-2017, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ებრაელ ხალხ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორ და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

 

 

 

 

 

საზეიმო მიღება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა და მას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე.

 

 

 

 

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ისრაელის პრემიერ მინისტრის მისალოც წერილს გაეცნო. ბენიამინ ნეთანიაჰუ ხაზს უსვამს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი