ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელთან დაკავშირებით საქართველოში მისალოც წერილს აგზავნის
02-05-2017, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის 69–ე დამოუკიდებლობის დღისა და ისრაელი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25–ე იუბილეებს ეხმაურება და საქართველოში ისრაელის საელჩოს მისალოც წერილს უგზავნის.

 

 

წერილში აღნიშნულია, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა ის ფუნდამენტია, რაზეც აშენდა და განვითარდა პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში - „ქართველი ებრაელების მრავალრიცხოვანმა თემმა ისრაელში სხვა ელფერი შემატა ჩვენს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს“.

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ იერუსალიმიდან ისრაელის საელჩოს მიღებაზე, რომელიც ისრაელის 69–ე დამოუკიდებლობის დღისა და ისრაელი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25–ე იუბილეებს ეძღვნება.

 

 

როდესაც ვუყურებ, რას მიაღწია ისრაელმა 7 ათწლეულზე ნაკლებ დროში, გული სიამაყით მევსება. ჰოლოკოსტის კოშმარით დამფრთხალი, დაუცველი და დევნილი ხალხიდან მძლავრ, თავისუფალ და თანამედროვე დემოკრატიად ჩამოყალიბება კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. დღესდღეობით ისრაელს კუთვნილი ადგილი აქვს დამკვიდრებული გლობალურ არენაზე როგორც ინოვაციების, წარმოებისა და ტექნოლოგიების განვითარების ლიდერს.ისრაელის წვლილი კაცობრიობის წინაშე ჩვენს მოცულობას ბევრად აღემატება.

 

 

ისრაელს ყველაზე დიდი სასწაული ისაა, რომ ყოველივე ამას მივაღწიეთ მტრების განმეორებითი მცდელობების მიუხედავად, გაეცამტვერებინათ ებრაული სახელმწიფო. ისრაელს არასოდეს მიუტოვებია მშვიდობისა და მეზობლების შემორიგების იმედი და ჩვენ, როგორც არასდროს, ამ საბოლოო მიზნის ერთგულნი ვრჩებით.

 

 

წლეულს ასევე აღინიშნება ისრაელს და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა ის ფუნდამენტია, რაზეც ავაშენეთ და განვავითარეთ პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. ქართველი ებრაელების მრავალრიცხოვანმა თემმა ისრაელში სხვა ელფერი შემატა ჩვენს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, კულტურა, განათლება, ტურიზმი და უსაფრთხოება. ჩემი მთავრობა ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთგული რჩება“, ნათქვამია ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მისალოც წერილში.

 


საქართველოში ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 69 წლისთავის და საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. საზეიმო მიღების შემდეგ კი, კონცერტი ჩატარდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი