საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუნძულ კვიპროსზე აღმოჩენილ ქართულ ძეგლებზე კვლევა-ძიების, არქეოლოგიისა და საკონსერვაციო სამუშაოებს აგრძელებს.
ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 29 აპრილს, სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, კვიპროსის რესპუბლიკაში, ქალაქ ლარნაკასთან ახლოს, სოფელ ალამინოსში, არქეოლოგიური გათხრების II ეტაპი დაიწყო, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.
ექსპედიციის ფარგლებში, ალამინოს მონასტრის არქეოლოგიური შესწავლა და ძეგლის კონსერვაცია იგეგმება.
„6 მაისს ექსპედიციას ვიზიტად ესტუმრება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია პაატა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით.
მასალის გამოსაქვეყნებლად, ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით დეკანოზ ზაქარია ფერაძეს", აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.