კუნძულ კვიპროსზე საქართველოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ეკლესიასა და სამარხებს მიაკვლია - ქართული კვალის დადგენის მიზნით, სამუშაოები 2017 წელს გაგრძელდება
02-12-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კუნძულ კვიპროსზე, ლარნაკას დასავლეთით აქამდე უცნობი ძველქართული მონასტრებისა და ეკლესიების მიკვლევის მიზნით, არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

 

სოფელ ალამინოს მიდამოებში, წარმოებული სამუშაოების შედეგად, მიკვლეული და გათხრილია ეკლესიის მთელი პერიმეტრი, რომლის გარშემოც 14 სამარხია შესწავლილი.

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ აღმოჩენილი ეკლესია და სამარხები XII – XVI საუკუეებს განეკუთვნება. მათივე ინფორმაციით, ქართული კვალის დადგენის მიზნით, სამუშაოები 2017 წელს გაგრძელდება.

 

 

არქეოლოგიური გათხრები სოფელ ალამინოს ტერიტორიაზე, ბორცვებით შემოსაზღვრულ სწორ მინდორზე მიმდინარეობდა. ეს ადგილი ამჟამად ადგილობრივების სახნავ-სათესად გამოიყენება. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, ამ ადგილის შერჩევა განაპირობა იმან, რომ კვიპროსელი მოღვაწე სტეფანე ლუზინიელი თავის თხზულებაში, რომელიც 1580 წელს პარიზშია გამოცემული, წერს: "(იბერებს) ჰქონდათ კუნძულზე რამდენიმე მონასტერი, ძირითადად, სოფ. ალამინოს მახლობლად“.

 


არქეოლოგიური გათხრები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი