ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა იტალიაში ევროკავშირის შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ინგლისური ევროპაში მნიშვნელობას კარგავს“.
„ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი მოლაპარაკებების გამო, მან თქვა, რომ იგი თავის სიტყვას ფრანგულ ენაზე წარმოთქვამს.
„ნელა, მაგრამ უდაოდ, ინგლისური კარგავს მნიშვნელობას ევროპაში, ასვე იმიტომ, რომ საფრანგეთში არჩევნები ტარდება“, განაცხადა მან ენის შესახებ მისი არჩევანის გაკეთების ახსნისას.
მან დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დატოვოს ევროკავშირი, „ტრაგედია“ უწოდა.
BBC-ის ცნობით, მისმა კომენტარმა ინგლისური ენის შესახებ სიცილი და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
„ჩვენ სამართლიანად ვითანამშრომლებთ ჩვენ ბრიტანელ მეგობრებთან, მაგრამ, მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირს არ გადაუწყვეტია დიდი ბრიტანეთის დატოვება, ეს დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება და ეს წარმოშობს განსხვავებას“, თქვა იუნკერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ რამდენიმე დღის წინათ ბრალი დასდო ევროკავშირს, რომ იგი ცდილობს 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას.
ბრიუსელი დიდ ბრიტანეთს ბლოკიდან გასვლის სანაცვლოდ 100 მილიარდი ევროს (85 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) გადახდას სთხოვს, რასაც დაუნინგ სტრიტი კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ამხელა თანხას ის არც ერთ ვარიანტში არ გადაიხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.