დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დაიშალა - ტერეზა მეიმ მწვავე თავდასხმა წამოიწყო „ბრიუსელის ბიუროკრატებზე“ და ბრალი დასდო ევროკავშირს არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენაში
03-05-2017, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ევროპელ პოლიტიკოსებს ბრალი დასდო ბრიტანეთის წინააღმდეგ „საფრთხის“ შექმნაში და განაცხადა, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

 


როგორც BBC იუწყება, დედოფალთან შეხვედრის შემდეგ, დაუნინგ სტრიტის გარეთ #10-ში, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ მწვავე თავდასხმა წამოიწყო „ბრიუსელის ბიუროკრატებზე“. მან თქვა, რომ ზოგიერთს, ბრიუსელში უნდა, რომ „ბრექსიტის“ მოლაპარაკებები წარუმატებელი იყოს.

 


მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ლეიბორისტების“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ ტერეზა მეი „ბრექსიტით, პარტიის თამაშებს თამაშობს“, რათა შეეცადოს არჩევნების მოგებას.

 


შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ „უპასუხისმგებლობაა“ მისგან ევროკავშირთან ატმოსფეროს „მოწამვლა“.

 


ევროკავშირის მთავარმა წყარომ BBC-ს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები ცდილობენ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე, „წმინდა წყლის ფანტაზიაა“.

 


როგორც BBC წერს, პარლამენტი შუაღამეს დაიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ოფიციალურად იკრებს ძალებს. პრემიერ მინისტრმა თავისი სიტყვა, ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან ვიზიტის შემდეგ წარმოთქვა.

 


მან თქვა, რომ გასული რამდენიმე დღის მოვლენებმა აჩვენეს, „თუ რამდენად ძნელი“ მოლაპრაკებები იქნება „ბრექსიტთან“ დაკავშირებით.

 


„ბრიტანეთის მოლაპარაკებების პოზიცია ევროპაში დამახინჯებულად იქნა წარმოჩენილი კონტინენტურ პრესაში“, თქვა მან გერმანული მედიის ანგარიშზე მისი ევროკომისართან სადილთან დაკავშირებით.

 


„ევროპული კომიტეტის მოლაპარაკებების პოზიცია განმტკიცდა. ევროპელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები ბრიტანეთის წინააღმდეგ მუქარებს აკეთებენ.

 


„ყველა ეს ქმედება განზრახ იქნა დროში შერჩეული იმისათვის, რომ გავლენა მოახდინონ 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე“.

 


მეიმ განაცხადა, რომ მას სურს „ბრექსიტის“ შეთანხმების მიღწევა და ევროკავშირის წარმატება, „მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის მოვლენებმა აჩვენეს, რომ - რაც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილები, და როგორი გონივრულიც არ უნდა იყოს ევროპის სხვა ლიდერების პოზიციები - არიან ზოგიერთები ბრიუსელში, რომელთაც არ სურთ, რომ ამ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიაროს“.

 


პრემიერ მინისტრმა ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ თუკი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებები მარცხით დასრულდება, შედეგები „სერიოზული“ იქნება და ამას „ქვეყნის მასშტაბით ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანები“ იგრძნობენ თავიანთ თავზე.

 


„თუკი ჩვენ მოლაპარაკებებს მართებულად არ წარვმართავთ, თქვენი ეკონომიკური უსაფრთხოება და კეთილდღეობა რისკის ქვეშ მოექცევა და შესაძლებლობები, რომელსაც თქვენ ცდილობთ რომ თქვენ ოჯახებს გააჩნდეთ, უბრალოდ არ განხორციელდება.

 


„თუკი ჩვენ არ დავიცავთ და არ წარვმართავთ ამ მოლაპარაკებებს მართებულად, ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენებთ უსაფრთხო და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რომელიც ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის გვინდა.

 


„თუკი ჩვენ არ წავიყვანთ მოლაპარაკებებს მართებულად, თუ ჩვენ ნებას დავრთავთ ბრიუსელის ბიუროკრატებს გადაგვიარონ, ჩვენ დავკარგავთ შანსს, ავაშენოთ უფრო სამართლიანი საზოგადოება, ყველასათვის ნამდვილი შესაძლებლობებით“, განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი