საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ფრანგები არჩევანს ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის აკეთებენ
07-05-2017, 01:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს 39 წლის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, „ცენტრისტი“ ემანუელ მაკრონი და 48 წლის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტი მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.

 


საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 07:00 საათზე დაიხურება, ზოგიერთ დიდ ქალაქში კი 20:00 საათზე, რის შემდეგაც, მალევე, არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი.

 


ორმა კანდიდატმა, რომლებიც 23 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 11 კანდიდატს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა, ამომრჩეველს განსხვავებული ხედვები შესთავაზა საფრანგეთის შესახებ.

 


ლიბერალი ცენტრისტი მაკრონი, ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია, მაშინ როცა ლე პენი კამპანიას, „საფრანგეთი უპირველ ყოვლის“ ლოზუნგით და ანტი-იმიგრაციული პროგრამით აწარმოებდა.

 


ლე პენს სურს საფრანგეთმა უარი თქვას ევროზე და ჩატარდეს რეფერენდუმი საფრანგეთის ევროკავშირში ყოფნასთან დაკავშირებით.

 


საარჩევნო კამპანიის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე პარასკევს გაუთვალისწინებელი ფაქტი მოხდა. ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიამ განაცხადა, რომ მაკრონი „მასობრივი ჰაკერული თავდასხმის“ სამიზნე გახდა.

 


მისი კამპანიის თქმით, ონლაინ სივრცეში უამრავი დოკუმენტი გამოქვეყნდა და ნამდვილი და ყალბი ფაილები ერთმანეთშია არეული იმისათვის, რომ ადამიანები დააბნიონ. მათი განცხადებით, ნათელია, რომ არჩევნების მეორე რაუნდის წინ, ჰაკერებს სურთ ძირი გამოუთხარონ მაკრონს.

 


BBC-ის ცნობით, დოკუმენტები ვებგვერდზე პარასკევს გვიან მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ოფიციალური საპრეზიდენტო კამპანია დასასრულს უახლოვდებოდა.

 


მაკრონმა ინტერნეტით გაჟონილი ინფორმაცია კამპანიის ოფიციალურად დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგმო.

 


კანდიდატებს და მედიას კვირა საღამომდე, სანამ საარჩევნო უბნები დაიხურება, შეზღუდვები აქვთ დაწესებული, რის გამოც მაკრონმა ვეღარ გაავრცელა დამატებით განცხადებები.

 


წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მის ოპონენტზე, მარინ ლე პენზე 20 პროცენტით და უფრო მეტითაც წინ იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი