ემანუელ მაკრონი გმობს მასზე განხორციელებულ „მასობრივ ჰაკერულ თავდასხმას“
06-05-2017, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიამ განაცხადა, რომ მაკრონი „მასობრივი ჰაკერული თავდასხმის“ სამიზნე გახდა.

 


მისი კამპანიის თქმით, ონლაინ სივრცეში უამრავი დოკუმენტი გამოქვეყნდა და ნამდვილი და ყალბი ფაილები ერთმანეთშია არეული იმისათვის, რომ ადამიანები დააბნიონ. მათი განცხადებით, ნათელია, რომ არჩევნების მეორე რაუნდის წინ, ჰაკერებს სურთ ძირი გამოუთხარონ მაკრონს.

 


კვირას, 7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში „ცენტრისტი“ მაკრონი „ულტრა-მემემრჯვენე“ მარინ ლე პენს უპირისპირდება.

 


BBC-ის ცნობით, დოკუმენტები ვებგვერდზე პარასკევს გვიან მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ოფიციალური საპრეზიდენტო კამპანია დასასრულს უახლოვდებოდა.

 


მაკრონმა ინტერნეტით გაჟონილი ინფორმაცია კამპანიის ოფიციალურად დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგმო.

 


კანდიდატებს და მედიას კვირა საღამომდე, სანამ საარჩევნო უბნები დაიხურება, შეზღუდვები აქვთ დაწესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკრონი ვეღარ გაავრცელებს დამატებით რაიმე განცხადებებს.

 


წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მის ოპონენტზე, მარინ ლე პენზე 20 პროცენტით და უფრო მეტითაც წინ იყო.

 


რა გავრცელდა?

 


დაახლოებით 9 გიგაბაიტი ცნობები გამოქვეყნდა ინტერნეტით, უცნობი მომხმარებლის მიერ.

 


ჯერჯერობით დეტალები უცნობია, მაგრამ როგორც მაკრონის En Marche-ს მოძრაობამ განაცხადა, „მასობრივი, კოორდინირებული ჰაკერული თავდასხმის“ შედეგად წაღებულია კამპანიის შიდა დოკუმენტები, მათ შორის ელექტრონული წერილები და ფინანსური მონაცემები.

 


„გაჟონილი ფაილები მიღებული იქნა რამდენიმე კვირის წინათ ჰაკერებისა და მოძრაობის რამდენიმე ოფიციალური პირის პროფესიონალი ელექტრონული წერილების ანგარიშების მიერ“, ნათქვამია განცხადებაში.

 


მაკრონის კამპანიამ განაცხადა, რომ დოკუმენტები კამპანიის მხოლოდ კანონიერ აქტივობებს აჩვენებს.

 


საფრანგეთის საარჩევნო კომისიამ მედიაგამოცემები გააფრთხილა, რომ არ გაავრცელონ ჰაკერული დოკუმენტების შინაარსი, რადგან ახლა შეზღუდვები ძალაშია შესული.

 


ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერული თავდასხმის უკან?

 


ის, თუ ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერული თავდასხმის უკან, უცნობი რჩება.

 


მაკრონის ბანაკი ბრალს არ სდებს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, მაგრამ აცხადებს, რომ ჰაკერული თავდასხმის მიზანი აშკარად ისაა, რომ ძირი გამოუთხაროს ფრანგულ დემოკრატიას.

 


მან აღნიშნული, გასული წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონული წერილების გაჟონვას შეადარა, რაც მაშინ რუს ჰაკერებს ბრალდებოდათ.

 


Wikileaks-მა, რომელმაც აღნიშნული ელექტრონული წერილები გამოაქვეყნა, „თვითერზე“ მაკრონის დოკუმენტების ბმული განათავსა, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი არ არის პასუხისმგებელი.

 

 

გასულ თვეს კომპანია Trend Micro-ს უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მაკრონის კამპანია რუსი ჰაკერების სამიზნე იყო, რაც რუსეთმა უარყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი