ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა.
როგორც Guardian.ge-ის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა მარშრუტით იმგზავრეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ, ბექა ღარიბაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გივი ზურაბაშვილმა.
„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ქ. დუშეთში მოსახვედრად იძულებულები იყვნენ რამდენიმე კერძო ტრანსპორტი გამოეცვალათ, ან ჩასულიყვნენ ქ. თბილისში და იქიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით ესარგებლათ. ცნობილია, რომ მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსათვის“ და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის შემოღება წარმოადგენდა. დღეიდან აღნიშნული პროგრამით ყველა სოფლის მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება იაფი ტრანსპორტით, რომელიც მათ ქალაქ დუშეთთან და პირიქით, ყველა სხვა დასახლებულ პუნქტთან დააკავშირებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაზოგონ გადაადგილებისათვის საჭირო თანხა და დრო“, აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებით 27 ადგილობრივი მძღოლი დასაქმდა. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს კვირაში 2 დღე მოემსახურება და ის 27 მიმართულებით იმოძრავებს.

„გარდა ამისა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს სტუდენტთა შეღავათიანი მგზავრობისა და მაღალმთიანი სოფლებიდან უფასო მგზავრობის პროგრამები: სტუდენტთა შეღავათიანი მგაზვრობის პროგრამით ხორციელდება ადგილობრივი სტუდენტების თბილისის მიმართულებით მგზავრობის თანადაფინანსება, სულ აღნიშნული პროგრამით, ყოველწლიურად სარგებლობს 170- მდე სტუდენტი, ხოლო მაღალმთიანი სოფლებიდან უფასო მგზავრობის პროგრამა, ყოველ კვირა დღეს, მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უფასოდ იმგზავრონ და დუშეთის აგრარულ ბაზარში სარეალიზაციოდ ჩამოიტანონ თავიანთი პროდუქცია“, აცხადებენ დუშეთის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.