26 წლის შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა
11-05-2017, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეიდან, 11 მაისიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის პრეზენტაცია დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება და მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად პირველად ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით. ამის შესახებ Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 


„სამწუხაროდ, ამდრომდე ზოგიერთი დასახლების მაცხოვრებლები ქ. დუშეთში მოსახვედრად იძულებულები იყვნენ რამდენიმე კერძო ტრანსპორტი გამოეცვალათ, ან ჩასულიყვნენ ქ. თბილისში და იქიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით ესარგებლათ. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის შემოღება წარმოადგენდა. სწორედ ზაქარია ქუცნაშვილისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის ძალისხმევით, აღნიშნული პროგრამით ყველა სოფლის მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება იაფი ტრანსპორტით, რომელიც მათ ქალაქ დუშეთთან და პირიქით, ყველა სხვა დასახლებულ პუნქტთან დააკავშირებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეს საშუალებას მისცემს დაზოგონ გადაადგილებისათვის საჭირო თანხა და დრო.

 


აღნიშნული პროგრამის ამოქმედებით 27 ადგილობრივი მძღოლი დასაქმდება. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს კვირაში 2 დღე მოემსახურება და ის 27 მიმართულებით იმოძრავებს.

 


გარდა ამისა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უფასო მგზავრობისა და სტუდენტთა შეღავათიანი მგზავრობის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ასევე გაგრძელდება:

 


უფასო მგზავრობის პროგრამა, მიმართულებებით: გუდანი- დუშეთი, გუდამაყარი- დუშეთი, ხორხი- დუშეთი , ყოველ კვირა დღეს, მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უფასოდ იმგზავრონ და დუშეთის აგრარულ ბაზარში სარეალიზაციოდ ჩამოიტანონ თავიანთი პროდუქცია, ხოლო სტუდენტთა შეღავათიანი მგაზვრობის პროგრამით ხორციელდება ადგილობრივი სტუდენტების თბილისის მიმართულებით მგზავრობის თანადაფინანსება, სულ აღნიშნული პროგრამით, ყოველწლიურად სარგებლობს 170- მდე სტუდენტი“, აცხადებენ დუშეთის გამგეობაში.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგს და ტარიფებს აქვეყნებს:

 


1. არღუნი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

 


2. თანიაანთკარი - დუშეთი (10:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

 


3. გრემისხევი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 70თ

 


4. ოძისი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-პარასკევი), 70თ

 


5. შუახევი - მჭადიჯვარი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-ხუთშაბათი), 50თ 6. ბაზალეთი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 30თ

 


7. საკრამული - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 50თ

 


8. ბაგა - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 40თ

 


9. გუდაურები - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 1ლ 10. ლუთხუბი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ოთხშაბათი), 1ლ

 


11. ხანდო - ფასანაური - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

 


12. ანანური - დოლასქედი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-პარასკევი), 1ლ

 

 

13. დავათი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ოთხშაბათი), 50თ

 


14. კოშკასყელი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ხუთშაბათი), 50თ

 


15. ახატანი - ჭოპორტი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

 


16. გუდანი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ოთხშაბათი), 1ლ

 


17. არანისი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

 


18. ქაისხევი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ხუთშაბათი), 60თ

 


19. ხორხი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ხუთშაბათი), 1ლ

 


20. ხომი - ჩარგალი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-ოთხშაბათი), 1ლ

 


21. გომეწარი - დუშეთი (09:00სთ-15:00სთ, სამშაბათი-პარასკევი), 70თ

 


22. მუქო - შუაფხო - დუშეთი (09:00სთ-15:00სთ, ხუთშაბათი), 1ლ

 


23. ტონჩა - დუშეთი (09:00სთ-15:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 30თ

 


24. ხეობა - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

 


25. კენჭაკლდე - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

 


26. დოლოშა - ბოდავი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

 


27. ბაკურხევი - ფასანაური (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-პარასკევი) 1ლ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი