რუსეთი მზადაა წარუდგინოს შეერთებული შტატების სენატს და კონგრესს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩანაწერი, თუკი ვაშინგტონში მსგავსი სურვილი ექნებათ, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
„თუკი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია შესაძლებლად ჩათვლის, ჩვენ მზად ვართ წარვადგინოთ აშშ-ს სენატსა და კონგრესში ლავროვისა და ტრამპის საუბრების ჩანაწერი“, თქვა პუტინმა, იტალიის პრემიერ მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მან დააზუსტა, რომ „რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ამერიკის ადმინისტრაცია მოისურვებს“.
როგორც აშშ-ს მედია იუწყება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ფრიად საიდუმლო ინფორმაცია გაუმჟღავნა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაზე, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა ორშაბათს, რითაც მორიგ დავაში გახვია თეთრი სახლი ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან მოკლე პერიოდში.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გააჩნდა სრული უფლება გაეზიარებინა რუსეთის დელეგაციისთვის „ფაქტები, რომელსაც კავშირი ჰქონდა ტერორიზმსა და ავიახაზების უსაფრთხოებასთან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.