ტრამპმა ოვალურ ოფისში სერგეი ლავროვს და რუსეთის ელჩს ძალზე საიდუმლო ინფორმაცია გაუმჟღავნა - აშშ-ის ოფიციალური პირები
16-05-2017, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ფრიად საიდუმლო ინფორმაცია გაუმჟღავნა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაზე, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა ორშაბათს, რითაც მორიგ დავაში გახვია თეთრი სახლი ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან მოკლე პერიოდში.

 


როგორც „როიტერსი“, მდგომარეობის მცოდნე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ინფორმაცია, რომელიც გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან იქნა გაზიარებული, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაში მყოფ შეერთებული შტატების მოკავშირისაგან იყო მოწოდებული.

 


თეთრმა სახლმა ბრალდებებს, რომელიც პირველად the Washington Post -ის მიერ გავრცელდა, მცდარი უწოდა.

 


„ამბავი, რომელიც ამ საღამოს გავრცელდა, მცდარია“, უთხრა რეპორტიორებს თეთრ სახლში ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაკმასტერმა და დაამატა, რომ ლიდერებმა საერთო საფრთხეების მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაში არსებული საფრთხეები.

 


„და არ ყოფილა დრო ემსჯელათ სადაზვერვო წყაროებსა თუ მეთოდებზე. პრეზიდენტს არ გაუმჟღავნებია რაიმე ისეთი სამხედრო ოპერაციები, რომელიც საზოგადოებისთვის მანამდეც არ ყოფილა ცნობილი... მე მიღებაზე ვიყავი. ეს არ მომხდარა“, თქვა მან.

 


თეთრმა სახლმა ასევე სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრა ფოკუსირებული იყო კონტრტერორიზმზე, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის, დინა პაუელის განცხადებაში, რომელიც ასევე თეთრმა სახლმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ the Washington Post-ის ინფორმაცია არასწორია.

 


მიუხედავად ამისა, გავრცელებულმა ახალმა ამბავმა კონგრესში წუხილი გამოიწვია, წერს „როიტერსი“.

 


სენატის ნომერ 2-მა „დემოკრატმა“, დიკ დურბინმა ტრამპის ქცევას „სახიფათო“ და „უგუნური“ უწოდა. ბობ კორკერმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის „რესპუბლიკელმა“ თავმჯდომარემ, ბრალდებებს, თუ კი ის მართალია, „ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა.

 


საიდუმლო განყოფილება

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ბოლო სადავო საკითხი იმ დროს წამოიჭრა, როცა ტრამპის ადმინისტრაციას დარტყმა მიაყენა ჯეიმს კომის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორობიდან უეცარმა გადაყენებამ. რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის ბრალდებების შესწავლის მიზნით, კონგრესში დამოუკიდებელი გამოძიების წარმართვას მოითხოვენ.

 


ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ტრამპმა ლავროვთან შეხვედრაზე განიხილა, კლასიფიცირებული იყო, როგორც „უმაღლესი საიდუმლოება“ და შენახული იყო უსაფრთხო „განყოფილებაში“, რომელზეც ხელი დაზვერვის ოფიციალური პირებიდან მხოლოდ ცოტას მიუწვდება.

 


მას შემდეგ რაც ტრამპმა გაამჟღავნა საიდუმლო, რომელიც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღწერა როგორც სპონტანური, ოფიციოზმა დაუყოვნებლივ გამოიძახა CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომელთაც ორთავეს შეთანხმებები აქვს დადებული აშშ-ის რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან, და მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მოხდა.

 


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, მაშინ როცა პრეზიდენტს გააჩნია უფლებამოსილება ნებისმიერ დროს გაამჟღავნოს თვით ყველაზე განსაკუთრებული საიდუმლო ინფორმაციაც კი, ამ შემთხვევაში მან ეს, ინფორმაციის მომწოდებელ მოკავშირესთან კონსულტაციის გარეშე გააკეთა, რაც საფრთხეს უქმნის სადაზვერვო ინფორმაციების გაზიარების დიდი ხნის განმავლობაში არსებულ შეთანხმებებს.

 


„როიტერსი“ წერს, რომ „რესპუბლიკელი“ ტრამპი, რომელიც მისი კამპანიის გუნდის რუსეთთან კავშირების ბრალდებებს „სრულ თაღლითობას“ უწოდებდა, 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას მის „დემოკრატ“ მოწინააღმდეგეს, ჰილარი კლინტონს სახელმწიფო მდივნობის დროს კერძო ელექტრონული წერილების სერვერის გამოყენებისთვის და საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის, მწვავედ აკრიტიკებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი