სოზარ სუბარი ლაშა თორდიაზე: შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია ის დაადასტუროს მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა
24-05-2017, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოს და აღნიშნულთან დაკავშირებით თორდიას მიერ გაკეთბულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

„ვიდეო არ მინახავს, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია ის დაადასტუროს მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა. მე არ ვიცი რა ხდებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმვალობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები რა განცხადებებსაც აკეთებენ, მეჩვენება, რომ გასცდა მათ თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს და გადავიდა რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, რაც არ შეშვენის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინსტიტუტს. ყოველთვის პატივს ვცემდი, მაშინაც კი, როდესაც ისინი, განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების წინ, აბსოლუტურად გასული იყვნენ კანონის ფარგლებს მიღმა. თუმცა ძალიან ცუდია, როცა ისინი პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ. ეს ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს თავის უაღრესად მნიშვნელივან სახელმწიფოებრივ საქმეს, რისთვისაც არის შექმნილი”, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება.

 

 

გენერალური აუდიტორის თქმით, ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი