გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფიას“ ბრალდებული წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის „შეფასების“ შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას „ბირჟა მაფიას“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.
პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არ მომხდარა იმ პოლიციელების გამოკითხვა, რომელთაც ბრალდებულები უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
„ჩვენს მიერ გამოიკითხა ორივე ბრალდებული. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად უთითებდნენ იმ სამართალდარღვევაზე, რაზეც აპელირებდნენ სასამართლო პროცესზე. ჩვენს მიერ სრულად იქნა ინფორმაცია ასახული, გადავხედავთ, შევაფასებთ და, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე.
„ჩვენ უნდა შევაფასოთ ის ინფორმაცია, რაც მოპოვებული გვაქვს. სანამ გამოძიება არ დაიწყება, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიციელებსაც გავესაუბროთ“, განაცხადა პროკურორმა დავით გუბელაძემ.
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ წევრები პლიციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. დაკავებულები - გიორგი ქებურია და მიშა მგალობლიშვილი ამბობენ, რომ მათთვის ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება მათ მიერ კლიპის გადაღებას უკავშირდება.
9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
რეპერების დაკავებამ საზოგადოების ერთ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. შაბათ საღამოს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა მუსიკოსების განთავისუფლების მოთხოვნით.
რეპერების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მოგვიანებით კი ყაზახეთიდან დაბრუნებულმა ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მიდის შიდა მოკვლევა და სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე ან თუ ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს.
ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი, რომელმაც თანადგომა გამოხატა დაკავებული რეპერებისადმი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.