კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება: „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“
10-06-2017, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საკუთარ სახლში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ დღეს დაბრუნდა ყაზახეთიდან, სადაც ექსპო-2017 წლის გახსნაზე იმყოფებოდა და სურს გამოეხმაუროს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას.

 


კალაძემ აღნიშნა, რომ „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“ და „ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს“. მან იმედი გამოთქვა, რომ „სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე ან თუ ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს“.

 


„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი და მოხარული ვარ რომ პრემიერ მინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება თვითონ, კონკრეტულ მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მთავრობის წევრი თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია. ჩვენ, საზოგადოება, სამართალდამცველებისგან პირველ რიგში ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას. ჩვენ ვენდობით მათ, ამიტომ არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიდის შიდა მოკვლევა, სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე ან თუ ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს“, განაცხადა კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში, რომელიც თავად, ოპერატორის გარეშე ჩაწერა და გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი