კონგრესმენი სტივ სკელისი, რომელიც ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში თავის კოლეგებთან ერთად ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ბეისბოლოს საქველმოქმედო თამაშისთვის მზადებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, ოთხშაბათ ღამით კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მისამართით სიბრაზით სავსე განცხადებებს აქვეყნდება სოციალურ ქსელში, სკელიზსა და სხვა „რესპუბლიკელებს“ ცეცხლი ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე ვარჯიშის დროს გაუხსნა. თავდამსხმელი კაპიტოლ ჰილის პოლიციამ დაჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.
„როიტერსის“ ცნობით, სკელისი მარცხენა თეძოში დაჭრეს, ჩამსხვრეული აქვს ძვლები, დაზიანებები აქვს მიყენებული შინაგან ორგანოებზე და დიდი ოდენობით სისხლი აქვს დაკარგული.
„ვაშინგტონის მედსტარ საავადმყოფოს“ განცხადებით, მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ კვლავ დასჭირდება შემდგომი ოპერაციები.
„რესპუბლიკელი სტივ სკელისი, ერთ-ერთი ნამდვილად დიდებული ადამიანთაგანი, ძალიან მძიმე ფორმაშია - მაგრამ ის ნამდვილი მებრძოლია. ვილოცოთ სტივისთვის!“, დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა „თვითერზე“ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათ ღამით საავადმყოფოს სტუმრობდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა როგორც 66 წლის ჯეიმს ჰოდკინსონი, ილინოისის შტატის ბელევილეს სეინტ ლუისის გარეუბნიდან, ოთხშაბათ დილით ცეცხლი გაუხსნა ალექსანდრიაში ბეისბოლის მოთამაშე მამაკაცებს, კონგრესმენებს და კონგრესის სხვა თანამშრომლებს, რომელთაც მხოლოდ ბეისბოლის ბიტები ჰქონდათ ხელთ თავის დასაცავად.
პოლიციამ რეაგირება ოპერატიულად მოახერხა და თავდამსხმელი დაჭრა, რის შემდეგაც დააკავა, თუმცა იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.