კუბის მთავრობამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, შეცვალოს მასთან ობამას ადმინისტრაციის დროს მიღებული შეთანხმება და დააბრუნოს ის საწყის მდომარეობაში, სწრაფად გასცა პასუხი.
ოფიციალურმა ჰავანამ განაცხადა, რომ იგი გაუქმებულად აცხადებს ვაშინგტონთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, მიუხედავად ამისა, კვლავ ითანამშრომლებს მის დიდ მეზობელთან.
ფლორიდის შტატში, მაიამიში საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ხელახლა დააწესებს გარკვეულ სამგზავრო და სავაჭრო შეზღუდვებს, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ შეარბილა, ბრალი დასდო რა მის წინამორბედს „სრულიად ცალმხრივი ხელშეკრულების“ დადებაში. თუმცა, როგორც BBC იუწყება, ტრამპი უმთავრესი დიპლომატიური და კომერციული ხელშეკრულებების გადახედვას არ აპირებს.
„კუბის მთავრობა გაუქმებულად აცხადებს ახალ ღონისძიებებს, რომელიც ამკაცრებს ემბარგოს“, განაცხადა კუბის სახელმწიფო ტელევიზიამ, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა „იმის სურვილის შესახებ, რომ განაგრძოს თავაზიანი დიალოგი და თანამშრომლობა“.
ბარაქ ობამამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელიც კუბას 1959 წლის რევოლუციის შემდეგ პირველად ესტუმრა და სავაჭრო და ტურიზმის აკრძალვების შერბილებით შეეცადა ურთიერთობების დათბობას.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ახალი პოლიტიკა გაამკაცრებს წესებს მგზავრობასა და კუბაში თანხების გაგზავნაზე.
პარასკევს, ცვლილებების გამოცხადებისას, ტრამპმა კუბაზე ადამიანის უფლებების შესახებ არსებული მდგომარეობა დაიმოწმა, განაცხადა, რომ შეთანხმების დადება კასტროს „მხეცურ“ მთავრობასთან „საშინელი“ და „მცდარი“ იყო.
მოგვიანებით, კუბის სახელმწიფო ტელევიზიის ახალი ამბებიც ასევე მკაცრად საუბრობდა.
„ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც კუბაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შეცვლას ისახავს მიზნად - ზეწოლის თუ სანქცირების თუ სხვა ცბიერი საშუალებებით - განწირულია მარცხისათვის“, განაცხადა კუბის ტელევიზიამ.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს ობამას ხელშეკრულების ყველა პუნქტის გადახედვას.
იგი არ დახურავს შეერთებული შტატების საელჩოს ჰავანაში; გაგრძელდება კომერციული ფრენები შეერთებული შტატებიდან და ამერიკელებს კვლავ შეეძლებათ შინ დაბრუნება კუბური საქონლით, წერს BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.